"რუსეთს მეზობლების წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენება სურს, როგორც ეს საქართველოსა და უკრაინაში მოხდა"- სტოლტენბერგი
პოლიტიკა - 11:20, 27 Oct, 2016     3404
NATO ორგანიზაციის აღმოსავლეთ ნაწილში და შავი ზღვის რეგიონში წარმომადგენლობების გაზრდაზე მსჯელობს. ბრიუსელში თავდაცვის მინისტერიალის ერთ-ერთი მთავარი თემა რუსეთთან ურთიერთობა და ვარშავის სამიტის გადაწყვეტილებების იმპლემენტაციაა. ალიანსის გენერალურმა მდივანმა რუსეთი კიდევ ერთხელ მწვავედ გააკრიტიკა იმ სახედრო ამბიციების გამო, რომელიც კრემლს, როგორც მეზობელი ქვეყნების, ისე ნატო-ს წევრი და არაწევრი ქვეყნების მიმართ აქვს. ამ კონტექსტში ახსენა დღეს იენს სტოლტენბერგმა უკრაინა და საქართველო.

„რუსეთი განაგრძობს აღმოსავლეთ უკრაინის დესტაბილიზაციას, სეპარატისტებისთვის სამხედრო და ფინანსური დახმარების აღმოჩენას. ეს ნაბიჯი არ ამცირებს დაძაბულობას და არ ემსახურება ურთიერთობებში პროგნოზირებადობის აღდგენას. ნატოს სამხრეთ სამეზობლოში რუსეთი აგრძლებს ასადის რეჟიმის მხარდაჭერას, აგრძელებს ალეპოს დაბომბვას, რაც ამწვავებს ჰუმანიტარულ კატასტროფას. მამაკაცები , ქალები და ბავშვები იღუპებიან ყოველდღე, მათი სახლებისა და ჰოსპიტალების დაბომბვის დროს. მე მოვუწოდებ რუსეთს, რომ აჩვენოს რეალური მცდელობა სამხედრო მოქმედებების შეწყვეტის და მისცეს საშუალება ჰუმანიტარული დახმარების ალეპოში შეტანას. დიალოგი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც სიტუაცია დაძაბულია. NATO მოწოდებულია ძლიერი თავდაცვისკენ და ასევე რუსეთთან დიალოგისკენ. ჩვენი ყველა ქმედება არის პროპორციული, თავდაცვითი და ვმოქმედებთ საერთაშორისო ვალდებულებების თანახმად. რუსეთს სურს რომ გამოიყენოს სამხედრო ძალა მეზობლების წინააღმდეგ, ჩვენ ეს ვნახეთ საქართველოში და ვნახეთ უკრაინაში, ყორიმისა და სევასტოპოლის არალეგალური ანექსიით და იმ დესტაბილიზაციით, რომელიც აღმოსავლეთ უკრაინაში გრძელდება. ნატომ უნდა მოახდინოს რეაგირება და ვრეაგირებთ პასუხისმგებლობით.“- განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

იენს სტოლტენბერგის თქმით, NATO ბალტიისპირეთის სამ ქვეყანასა და პოლონეთში, მეტი კოორდინაციისა და საფრთხეების თავიდან აცილების მიზნით, 4 ბატალიონს გაგზავნის.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42