კახი კახიშვილმა პენიტენციურ დაწესებულებებში პატიმართა დაზიანებისა და აღრიცხვის ახალი წესი დაამტკიცა
პოლიტიკა - 11:25, 27 Oct, 2016     977
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა სტამბოლის პროტოკოლით გათვალისწინებული რეკომენდაციების საფუძველზე, პენიტენციურ დაწესებულებებში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დაზიანების აღრიცხვისა და ფოტოგრაფირების წესი დაამტკიცა.


ბრძანებას „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დაწესებულებებში შესაძლო წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შედეგად ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დაზიანების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ ხელი 2016 წლის 26 ოქტომბერს მოეწერა.

ბრძანება გაეროს საერთაშორისო დოკუმენტის - სტამბოლის პროტოკოლის რეკომენდაციების საფუძველზეა შემუშავებული და მისი მიზანია პენიტენციურ დაწესებულებებში შესაძლო წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ფაქტების ეფექტური, სწრაფი და მიუკერძოებელი გამოძიების ხელშეწყობა ექიმის მიერ შესაბამისი სამედიცინო სახის მტკიცებულებათა დროული და ზუსტი დოკუმენტირების მეშვეობით. ბრძანება, წესთან ერთად, დეტალურად განსაზღვრავს სამედიცინო შემოწმების დაწყების წინაპირობებს და მიღებული ინფორმაციის კონფიდენციალობისა და შემდგომი რეაგირების საკითხებს.

დაზიანებათა ფერადი ფოტოგრაფირება დაზიანებების დოკუმენტირების პროცესის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია, რომელიც უნდა განხორციელდეს იმგვარად, რომ ფოტოზე აისახოს, როგორც დაზიანებათა ხარისხი (სიგრძე, სიღრმე და ა.შ.), ისე შემთხვევის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები, რათა არ მოხდეს სხვადასხვა პირის ფოტომასალის ერთმანეთში აღრევა.

ბრძანების თანახმად, ექიმი ვალდებულია, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სხეულზე დაზიანებათა აღმოჩენის შემთხვევაში, ამის შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ მიაწოდოს შესაბამის ორგანოებს, დროული და სათანადო რეაგირების მიზნით.

სტამბოლის პროტოკოლით გათვალისწინებული საკითხების საქართველოს პენიტენციურ სისტემაში დამკვიდრება საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაციაც იყო.

ბრძანება 2017 წლის 1 იანვარიდან ამოქმედდება, მანამდე სამინისტრო დაწესებულებათა შესაბამის ტექნიკურ აღჭურვასა და სამედიცინო პერსონალის გადამზადებას უზრუნველყოფს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42