"საქართველომ მნიშვნელოვანი ნახტომი გააკეთა"- პრემიერის მადლობა ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრებს
პოლიტიკა - 10:17, 27 Oct, 2016     1078

მსოფლიო ბანკმა საქართველო მსოფლიოს 190 ქვეყანას შორის 10 ტოპ-რეფორმატორთა სიაში და რეგიონის ლიდერ ქვეყანად დაასახელა, - საქართველოს პრემიერ-მინისტრი კიდევ ერთხელ გამოეხმაურა მსოფლიო ბანკის ბოლო ანგარიშის "Doing Business 2017"-ის მონაცემებს. გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, საქართველოს რეიტინგი წინა წელთან შედარებით საგრძნობლად გაუმჯობესდა.

„საქართველომ მნიშვნელოვანი ნახტომი გააკეთა. ეს ძალიან დიდი მიღწევაა, რაც არის მთელი სამთავრობო გუნდის მუშაობის შედეგი. მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრებს. ამ ორმა სამინისტრომ განსაკუთრებული ძალისხმევა გასწია ამ მიმართულებით. ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენი ინვესტორისთვის ეს რეიტინგი და ჩვენ, რა თქმა უნდა, მაქსიმალურად უნდა მოვახდინოთ ამ ინფორმაციის კომუნიკაცია ყველა შესაძლო ინვესტორისთვის. ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენი მმართველობის პირობებში არა მხოლოდ ბიზნესის დაწყება არის იოლი, ჩვენ გამოცხადებული გვაქვს უმაღლეს პრინციპად საკუთრების დაცვა,“ - განაცხადა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ის 5 ინდიკატორი, რამაც განაპირობა საქართველოს წამყვან პოზიციებზე ყოფნა არის: ქონების რეგისტრაცია, კრედიტის მიღება, მინორიტარულ ინვესტორთა უფლებების დაცვა, ბიზნესის დაწყება და მშენებლობის ნებართვა.

„ეს ის პუნქტებია, რომლებშიც საგრძნობლად წავიწიეთ წინ, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის რეიტინგის მიხედვით, რომელიც გამოხატავს ქვეყნის ეკონომიკის კონკურენტუნარიანობას, ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესი ვაჩვენეთ, განსაკუთრებით საკუთრების დაცვის მიმართულებით,“ - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42