საკონსტიტუციო სასამართლოს პრესსამსახურში "ნიუპოსტს" განუცხადეს, რომ ზაზა თავაძე საზღვარგარეთ ოფიციალური ვიზიტით ნამდვილად იმყოფება. ვიზიტი 26 ოქტომბერს უნდა დასრულებულიყო თუმცა რამდენიმე დღით გადაიდო.
"გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება"- აცხადებენ საკონსტიტუციო სასამართლოს პრესსამსახურში.
ცნობისთვის საფრანგეთში მცხოვრებმა სულა სულაშვილიმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ზაზა თავაძე ალკოჰოლური სასმელის გადაჭარბებული დოზით მიღების გამო საავადმყოფოში მოხვდა.
"აბა ვინ ხართ რუმინეთში?! სასწარაფოდ შველა გვჭირდება! „საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი თავმჯდომარე ზაზა თავაძე უცხოეთში პირველივე ოფიციალური ვიზიტისას გადაჭარბებული ალკოჰოლური სასმელის გამო ისეთ "თიშშია" ჰოსპიტალში გადაიყვენეს და გონზე ვერ მოჰყავთ. გვიშველეთ ვინცხამ რაცხა, თორე მოგვეჭრა თავი მთელ დუნიაზე ბლიად!"- წერს სულაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






