ლიკვიდირებულის მამის განცხადებით, საბოლოო დასკვნების გაკეთებამდე გამოძიების პასუხს დაელოდება.
"დავათვალიერე ადგილი, სადაც შემთხვევა მოხდა. ვითარებაში გამარკვიეს. რაც კითხვებიც მქონდა, პასუხები მივიღე. კონკრეტიკისგან თავს შევიკავებ და დაველოდები გამოძიების შედეგებს. სამი შეკითხვა მქონდა და სამივეზე მივიღე პასუხი"- აღნიშნა გარდაცვლილის მამ.
კითხვას, რა უთხრეს მას დღეს სამინისტროს წარმომადგენლებმა იგი პასუხობს: “ალბათ რაღაც უნდა მოეპარათ ან მეგობართან, არ ვიცი”.
მოკლულის მამამ დღესაც თავი შეიკავა დაესახელებინა ის პირები ვინც მის შვილს კრწანისში ახლდა.
"შიგნითა ტერიტორიაზე იყო, ზურგში აქვს მოხვედრილი მირბოდა" - აღნიშნა მან.
გარდაცვლილის მამის თქმით, სამინისტროს წარმომადგენლებმა სურათი აჩვენეს სადაც ე.წ. ”გაზის პისტოლეტი" იყო დაფიქსირებული.
რომან შენგელია აცხადებს, რომ გუშინ მის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ მისი შვილი მეგობრებთან ერთად სამხედრო ბაზაზე ხშირად შედიოდა, მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე გააჟღერა.
"მე იმას გეუბნებით, რაც მითხრეს"- თქვა მან.
საქართველოს თავდაცვის უწყების ინფორმაციით წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის მხარდამჭერ ცენტრ კრწანისის ტერიტორიაზე უცხო პირების მხრიდან შეჭრის ფაქტი 23 ოქტომბერს, დაახლოებით 03:30 საათზე დაფიქსირდა. რამდენიმე უცხო პირი არ დაემორჩილა განწესში მყოფი გუშაგის სიტყვიერ გაფრთხილებას და თავს დაესხა მას, რის შემდეგაც გუშაგმა წესდებით გათვალისწინებული მოქმედებები განახორციელა და ცენტრის ტერიტორიაზე შეჭრის ფაქტი აღკვეთა. განხორციელებული სროლის შედეგად 23 წლის გიგა შენგელაია დაიღუპა.
ოჯახი გამოძიებას არ ენდობოდა და საქმეში დამოუკიდებელი ექსპერტის ჩართვას გეგმავდა, თუმცა რომან შენგელიამ პოზიცია დღეს შეცვალა.
.
მასალის გამოყენების პირობები






