პარტიის საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით საქართველომ 2012 წელთან შედარებით პირველ ათეულში ადგილი დაკარგა, რაც მისივე თქმით, ‘’ივანიშვილის მთავრობის მავნებლური პოლიტიკის შედეგია“
,,შეგახსენებთ, 2012 წელს მერვე ადგილზე ვიყავით და ახლა უნდა გვიხაროდეს, რომ მეთექვსმეტე ადგილზე ვართ.
სამწუხაროდ, 2012 წელთან შედარებით უკან ვართ და ივანიშვილის მთავრობის პირობებში პროგრესიც არაა მოსალოდნელი. ის, რომ 24 ადგილიდან 16 ადგილზე გადავინაცვლეთ, ესეც ჩვენი მთავრობის რეფორმების ინერციის შედეგია.
ბოლო 4 წელი მოსახლეობა თავის ჯიბეზე გრძნობს ყველა მიმართულებით გაუარესებას. მსოფლიოში პირველი რეფორმატორი ქვეყნის იმიჯი დავკარგეთ, რაც საინვესტიციო მიმზიდველობას ზრდიდა. ამას ეჭირა ლარიც და ეკონომიკა წინ მიდიოდა. ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში გვაქვს ეკონომიკური კრიზისი და ინვესტიციები საკმარისი რაოდენობით არ შემოდის’’ - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






