საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებას, მოსალოდნელ სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით, „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ბერძენიშვილი ეხმაურება. ბერძენიშვილი საქართველოში სამინისტროების ოპტიმიზაციის მნიშვნელობაზე საუბრობს. მისი განცხადებით, ბიუროკრატიული ხარჯები მაქსიმალურად უნდა შემცირდეს:
„მე ყველაზე უფრო მაშინებს ის, რომ არ იყოს წარმოდგენილი იდეა და განხორციელების დროს არ გაირკვეს, რომ მთამ წრუწუნა შვა, ანუ დიდი იდეაა და შეიძლება პატარა შედეგები მოჰყვეს. როდესაც წინასწარ გვაფრთხილებენ, რომ ეკონომიკას არ შეეხება, შეიძლება ძალიან ცოტა რამეს შეეხოს. მაგრამ ყველა შემთხვევაში ეს არის ნაბიჯი გადადგმული სწორი მიმართულებით.
მაქსიმალურად უნდა შევამციროთ მთავრობის გაბერილობა. ჩვენ გვინდა კანონი მოქმედებდეს. ჩვენ გვინდა, რომ პრემიერმინისტრი, რომელსაც ნიშნავს პარლამენტი და რომელიც წარმოადგენს მთავრობას იყოს გულწრფელი, რომ ენდობა იმ ხალხს ვისაც წარმოადგენს და არა იმიტომ წარმოადგენს, რომ ვიღაცამ უბრძანა,“-განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






