„ზოგადად სამინისტროების შემცირებული რაოდენობა არ ნიშნავს, რომ აუცილებლად ეფექტური იქნება, მაგრამ გაბერილი ბიუროკრატია აშკარად სახეზეა, თუნდაც კულტურის სამინისტროში დაემატა მაგალითად 80 თანამშრომელი, წინა წლებში იყო 137 ადამიანი. ბიუროკრატია ძალიან გაიბერა და მათი შენახვა ხალხს ძვირი უჯდება. ეს დაპირება იდეაში თუ ცარიელი პოპულიზმი არ არის ამას ვნახავთ გადაწყვეტილების მერე, ფაქტიურად ოცნებას შეუძლია დააკომპლექტოს ახალი მთავრობა, მაგრამ ეს დაპირება შეიძლება დარჩეს დაპირებათ.
ზოგადად ვამბობ, რომ მცირე ბიუროკრატია, პატარა და იაფად შესანახი მთავრობა არის ის რაც ჭირდება ჩვენ ხალხს და ქვეყანას.
ადმინისტრაციული ხარჯების ზრდა ჩადებულია ამ ბიუჯეტში მაგრამ არ არის ჩადებული პენსიების და მასწავლებლების ხელფასების ზრდა, ეს დაპირებები რაც გაკეთდდა ბიუჯეტში არ არის ასახული. სამინისტროები შეიძლება გააერთიანო, მაგრმა ბიუროკრატია გაზარდო. უნდა შემცირდეს ხარჯები ბიუროკრატიაზე და ეს ხარჯები უნდა მოხმარდეს განათლებას, თავდაცვას, ჯანდაცვას და ა.შ. რაც მართლა ჭირდება ხალხს, პენსიებს, მასწავლებლების ხელფასებს, რომელიც უკიდურესად დაბალია. ამიტომ ეს დაპირება ჩემთვის ბუნდოვანია, შედეგი გვიჩვენებს მართლა არის თუარა ეს ბიუროკრატიის შემცირება თუ ერთ-ერთი პოპულისტური დაპირებაა.“- განაცხადა რურუამ.
მასალის გამოყენების პირობები






