საქართველოს ვიცე-პრემიერის მოსალოდნელ საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს. მისი განცხადებით, გადაწყვეტილებები არჩევნების მეორე ტურების დასრულების შემდეგ იქნება მიღებული:
„პირველი რაც შემიძლია გითხრათ არის ის, რომ 30 ოქტომბერს არის არჩევნების მეორე ტური, რაც პრინციპულად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის. მე მინდა მოვუწოდო მოსახლეობას იაქტიურონ. მოიხადონ თავიანთი მოქალაქეობრივი ვალი, მე დარწმუნებული ვარ იქნება სწორი არჩევანი, ეს არის თავისუფლება, რომელიც ჩვენ მოვიპოვეთ და ეს უნდა შევინარჩუნოთ, ეს არის ქვეყნის ეკონომიკური სწრაფი განვითარება იმისთვის, რომ თითოეულმა მოქალაქემ იგრძნოს კეთილდღეობა.
როდესაც დასრულდება მეორე ტურები შესაძლებელი იქნება ვისაუბროთ როგორ დაკომპლექტდება მთავრობა და რა რეფორმები არის დაგეგმილი,“-განაცხადა კახი კალაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






