საქალაქო სასამართლოში ლეიბორისტული პარტიის სარჩელის განხილვა მიმდინარეობს. შალვა ნათელაშვილის პარტია რამდენიმე შემაჯამებელი ოქმის ბათილობას და ცალკეულ საარჩევნო ოლქებში ხელახალი კენჭისყრის ჩატარებას ითხოვს.
შალვა ნათელაშვილი ირწმუნება, რომ ცესკო-ს მიერ შემაჯამებელი ოქმები გაყალბდა და ამ საქმეში სახელმწიფოს ყველა უწყება იყო არჩევნების გაყალბებაში ჩართული.
შალვა ნათელაშვილის თქმით, არჩევნები ბიძინა ივანიშვილის მითითებით გაყალბდა.
„ბიძინა ივანიშვილი არის ქვეყნის დეფაქტო მმართველი. ბიძინა ივანიშვილის შუშის სასახლეში დაიხატა, დაიხაზა, დაიწერა არჩევნების შედეგები, ცესკო-მ გადაწერა და გამოაქვეყნა. ამ ბოროტმოქმედების ორგანიზატორი გახლავთ ივანიშვილი. მოვითხოვ გამოძახებული იქნას მოწმედ არჩევნების გაყალბების მთავარი ორგანიზატორი, ბიძინა ივანიშვილი,“- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






