იმის გამო რომ სამკურნალოდ ცხინვალიდან თბილისში არ იარონ, თიბილოვი მოსკოვს ავიაციის შექმნას სთხოვს
პოლიტიკა - 12:51, 26 Oct, 2016     3493
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლება რუსეთთან საკუთარი ავიაციის შექმნის საკითხზე მსჯელობს, მათ შორის სამედიცინო ავიაციისაც, რომელიც ლეონიდ თიბილოვის თქმით, ადამიანების ოპერატიულ გადაყვანას მოემსახურება, როგორც „ქვეყნის შიგნით, ისევე ქვეყნის საზღვრებს გარეთაც“. ამ მომენტისთვის ოკუპირებულ ე.წ სამხრეთ ოსეთსა და რუსეთს მხოლოდ ცხინვალი-ვლადიკავკაზის გზა აკავშირებს.

„ჩვენ ავიაცია ძალიან გვჭირდება, განვიხილეთ მისი შექმნის საკითხი. მთის გზა ზოგჯერ იკეტება ღვარცოფების და ქვათაცვენის გამო, ამის გამო კი შესაძლოა პაციენტებისთვის დახმარების აღმოჩენა დაგვიანდეს".

თიბილოვის თქმით, არსებობს კიდევ ერთი პრობლემა სამხრეთ ოსეთისთვის, იმის გამო რომ საქართველოში მედიცინის ზოგიერთი დარგი კარგად განვითარებულია, ცხინვალის რეგიონის მოსახლეობა სამკურნალოდ იქ გადადის, რადგან იქ მოხვედრა უფრო ადვილია, ვიდრე ჩრდილოეთ ოსეთში.

„ეს ხდება იმ დროს, როდესაც სამხრეთ ოსეთსა და საქართველოს შორის არც პოლიტიკური, არც ეკონომიკური ურთიერთობა არ არის, გარდა ჟენევის დისკუსიებისა. საქართველოში არსებობს სერიოზული პროექტი ჯანდაცვის სფეროში სამხრეთ ოსეთის მოქალაქეების ჩართულობასთან დაკავშირებით, რომელსაც აფინანსებენ და მხარს უჭერენ დასავლეთის ქვეყნები. გამოდის რომ ეს საჭირო ღონისძიებაა, ამიტომ ჩვენ, რომ ჩვენი სანიტარული ავიაცია და საერთოდ ავიაცია გვქონდეს, სასარგებლო იქნებოდა.“- განაცხადა ლეონიდ თიბილოვმა „ტას“-თან საუბარში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42