თენგიზ ფხალაძე ვარშავის უსაფრთხოების ფორუმის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას
პოლიტიკა - 12:26, 26 Oct, 2016     1294
საქართველოს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე პოლონეთში ვარშავის უსაფრთხოების ფორუმში მიიღებს მონაწილეობას.

პოლონეთში სამუშაო ვიზიტისას, თენგიზ ფხალაძემ უკვე გამართა შეხვედრები პოლონეთის უშიშროების ბიუროს ხელმძღვანელ პაველ სოლოხთან და პოლონეთის პრეზიდენტის კანცელარიის სახელმწიფო მდივან კჟიშტოფ შჩერსკისთან.

შეხვედრებზე მხარეებმა განიხილეს საქართველო-პოლონეთის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების საკითხები და აღნიშნეს, რომ მომავალ წელს, საქართველო - პოლონეთის დიპლომატიურ ურთიერთობების აღდგენის 25 წელი სრულდება.

ისაუბრეს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობაზე, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციისა და ვიზალიბერალიზაციის საკითხებზე.

შეხვედრისას საუბარი შეეხო ასევე, რეგიონულ თემატიკასაც, მათ შორის, აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ვიშეგრადის ოთხეულის თანამშრომლობის ფორმატებს. განიხილეს სამომავლო გეგმები - ვიზიტებისა და შეხვედრების სამომავლო დღის წესრიგი.

ვიზიტის ფარგლებში, პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანმა პოლონეთი-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელთან მალგოჟატა გოშევსკასთან სამუშაო ლანჩი გამართა.

მხარეებმა საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები, საქართველო - პოლონეთის საპარლამენტო ურთიერთობების გააქტიურებისა და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხები განიხილეს.

თენგიზ ფხალაძე ხვალ ვარშავის უსაფრთხოების ფორუმზე სიტყვით გამოვა და მის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42