„არ ვიცი დღეს და ახლა რატომ მოვინდომე აზრის საჯაროდ გამოთქმა“- ნიკოლოზ რაჭველი
სოც.მედია - 12:52, 26 Oct, 2016     3504
„კვირაში ერთხელ მე ვრეკავდი, მეორედ კი თვითონ. მეტი ზარის განხორციელების მატერიალური საშუალება არ გვქონდა, ამ ზარების საფასურსაც ძლივს ვერეოდით. საუბრისას ერთმანეთისთვის რომ გვეცქირა აზრადაც არ მოგვსვლია... “ - იხსენებს ნიკოლოზ რაჭველი ვენის სამუსიკო უნივერსიტეტში გატარებულ წლებს და დღეს არსებულ ინტერნეტ- კომუნიკაციის მნიშვნელობაზე საუბრობს.
ნიკოლოზ რაჭველი: „რა არის არა ფეისბუქი? თავისი დადებითი და უარყოფითი თვისებებით... უფრო უცნაური თვისებები აქვს ჩვენთვის, ვისი ბავშვობაც საბჭოთა პერიოდში მიმდინარეობდა... ალბათ ჩვენზე უფროსი თაობისთვის კიდევ უფრო საკვირველია... აბა ვინ რას წარმოიდგენდა უცებ ემოცია რომ მოაწვებოდა ან საქმიანი სათქმელი ექნებოდა სახლიდან გაუსვლელად ან საწოლიდან აუდგომლად თუ სააბაზანო ოთახიდან 1 წუთში გააცნობდა 10, 100, 1000, 10.000, 100.000 ან მილიონობით ადამიანს თითქმის მთელს პლანეტაზე... რომ ყველას ჩვენი ინდივიდუალური სამაუწყებლო კომპანია გვექნებოდა და ჩვენს მაყურებლებს, მკითხველებს თუ მსმენელებს რასაც გვინდა იმას და როდესაც გვინდა მაშინ შევთავაზებდით? ან იმას ვინ წარმოიდგენდა, რომ ყველას შეეძლებოდა ასე ღიად და საჯაროდ გაეკეთებინა კომენტარი ნებისმიერ სტატუსზე ისე, რომ მასაც ყველა დაინტერესებული ადამიანი წაიკითხავდა...
დანამატებზე და პროგრესზე აღარაფერს ვამბობ, მესინჯერი, სატელეფონო საუბრები, ხმოვანი შეტყობინებები, ვიდეო-ზარები... და ეს ყველაფერი მხოლოდ ინტერნეტის საფასურის სანაცვლოდ... ბიზნესისთვის სარეკლამო საშუალება, ჩვენთვისაც მუსიკოსებისთვის. რამდენიმე კონცერტზე ბილეთები ფეისბუქის სტატუსის წყალობით გაიყიდა, ოღონდ ფილარმონია რომ ივსება იმ რაოდენობაზე მაქვს საუბარი...
გაცილებით იოლია დღეს მშობლისთვის შვილთან სიშორე, ვიდრე მაშინ როცა მე ვსწავლობდი ვენის სამუსიკო უნივერსიტეტში. მე და დედას დათქმული გვქონდა კვირაში 2 დღე და ზუსტი საათი, როცა ერთმანეთთან უნდა დაგვერეკა, კვირაში ერთხელ მე ვრეკავდი, მეორედ კი თვითონ. მეტი ზარის განხორციელების მატერიალური საშუალება არ გვქონდა, ამ ზარების საფასურსაც ძლივს ვერეოდით. საუბრისას ერთმანეთისთვის რომ გვეცქირა აზრადაც არ მოგვსვლია... ასე რომ მე იმ ადამიანთა რიცხვში ვარ, ვინც ინტერნეტ-ინდუსტრიის და მისი საშუალებით კომუნიკაციის განვითარებას მაგრად იწონებს. ველი ყოველ სიახლეს, ხარისხის გაუმჯობესებას, ესთეტიკის კიდევ უფრო მეტად დახვეწას. თუმცა ვერ გავექცევი ერთ არანაკლებ მნიშვნელოვან გარემოებას: თვით-მაუწყებლობამ ან ყვითელი ისტორიების მკითხველობამ ნარკოტიკული დამოკიდებულების გაჩენა იცის, ამიტომ ყველამ უნდა გავაკონტროლოთ დრო! დრო რომელიც ინტერნეტის უსარგებლო გამოყენებით უჩუმრად გადის, რაც ერთ მშვენიერ დღეს ყოველი ჩვენგანისათვის შეიძლება გამოსუწორებელ დანაკლისად იქცეს!
არ ვიცი დღეს და ახლა რატომ მოვინდომე აზრის საჯაროდ გამოთქმა, ეტყობა მეც დამეუფლა ფეისბუქზე მიჯაჭვულობის და ყურადღების მიქცევის ერთგვარი სისუსტე“.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42