„ჩემს ხმაურთან დაკავშირებულ "საგაში" ეს საღამო განსაკუთრებულად სურეალისტური იყო“ - წერს პაატა ქურდაძე სოციალურ ქსელში და გია ყანჩელისა და ლექსო თორაძის მოგონებებზე ჰყვება. მერე კი მკითხველს საერთო ტკივილს ახსენებს და ღამის ხმაურთან დაკავშირებით ერთ-ერთ გადაცემაში მიწვევასაც აანონსებს.
„გუშინწინ ღამის სამ საათამდე იღებდნენ ჩემს სრულიად დეპრესირებულ და იმედგადაწურულ უბნელებს... იქნებ უყუროთ მაინც ამ გადაცემას“ - წერს პაატა ქურდაძე.
პაატა ქურდაძე: „ეს ფოტო ოთხი დღის წინ კოტე აფხაზის (ყოფილი ლესელიძის) ქუჩაზე, მაიდანშია გადაღებული - ლიზა ბაგრატიონთან.
მთელი საღამო ხმა არ ამომიღია, გია ყანჩელმა და ლექსო თორაძემ ნამდვილი მუსიკალური მოგონებების სპექტაკლი ჩაატარეს - ძალიან სასაცილო და კურიოზულ ამბებს ყვებოდნენ დიდ მუსიკოსებზე რომლებთან შეხვედრა, მუშაობა, და მეგობრობამ მოუწიათ - მათი სია კი ფაქტიურად მთელი მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის გენიოსებია.
გია ძალიან მაგარად ყვება, ლექსო თორაძე კი ნამდვილი მუსიკალური ენციკლობედიაა - ყველაფერი იცის - მოკლედ მთელი საღამო ძალიან შინაურულად გაისმოდა სახელები - სტრავინსკი, პროკოფიევი, შესტაკოვიჩი, სლავა რასტრაპოვიჩი და ა.შ... პარალელურად კი დროდადრო ქუჩიდან პოლიციელების გამაზლიერებლებიდან გამაყრუებელი: ოპელი ნუ შევყოვნდებით! მერსედესი გაიყვანე ბიჭო დროზე!... კიდევ ბოთლის მსხვრევის ხმა. ვიღაც გოგოს ისტერიული კივილი, გინება, კლუბებიდან გამოსული ყრუ უწყვეტი საუნდი "ბუმ,ბუმ ბუმ..." შიგნით ლიზასთან კი სტრავინსკის "ვესნა სვიაშენნაიას" შესახებ ყვება ყანჩელი - როგორ გაკიცხეს ახალგაზრდობაში ამ "ანტიმუსიკის" სიყვარულისთვის, კომპოზიტორთა კავშირის ხაზეინებმა...
დღეს იმიტომ გამახსენდა ამ აკუსტიკურ ნაგავში მარგალიტებტან ერთად გატარებული ეს საღამო, რომ დილით ორი ცნობა წავიკითხე, პირველის მიხედვით თურმე ქუჩის დანაგვიანების ინსპექცია იქმნება - ვინმემ სიგარეტის ნამწვი რომ არ გადააგდოს შემთხვევით ჩვენს ძალიან კულტურულ ქალაქში, მეორე კი ზაფხულიდან დახურულ შენობებში მოწევის რეგულაციების შესახებ... კაფეებში, რესტორნებში, სპორტულ დაწესებულებებში და ა.შ... რას ამბობთ ! თავად სერგეენკო შეწუხებულა - საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე თამბაქოს მოწევა ვნებს სულსა და ხორცსაო. სერგენკოს ეტყობა ჯერ არ გაუგიამ რომ უძილობა და ჯოჯოხეთური ხმაური კიდევ უფრო მეტად ვნებს! ამის შესახებ მას ჯერ სიტყვა არ დაცდენია თავისი "მამა ტერეზა" კარიერის მანძილზე...
პრინციპში ეს ორივე მხოლოდ კანონპროექტია, ისეთივემ როგორც ხმაურის საწინააღმდეგოდ სამი წლის წინ პარლანენტში შეტანილი კანონპროექტი რომელიც დღემდე მტვრიან თაროზე დევს. მაგრამ ქართული მედია ამ ამბავს როგორც უკვე შემდგარ ფაქტს ასაღებს მაინც - "ივლისიდან რესტორნებში სიგარეტის მოწევა აიკრძალება!" - წერენ ! სულ არ გამოვრიცხავ რომ მართლა მიიღონ ეს რეგულაციები. აქ ხომ არავის ფინანსური ინტერესები არ იკვეთება, აი რესტორნების , კლუბების და დუქნების ხმაურის აკრძალვა კი ბევრის ჯიბეს დაარტყამს, მათ შორის სახელმწიფო ფუნქციონერების და ალბათ პარლამენტარების, რომლებიც ამ ხმაურის ლობისტობით ორ კაპიკს შოულობენ - "ბოვშის ლონდონში სწავლის დასაფინანსებლად"... ამიტომ არ ახსენდება ეს თემა არავის, მათ შორის არც ერთ მაჟორიტარობის კანდდატს, თავიანთ ვრცელ ინტერვიუ - დაპირებებში.
ამ პარასკევს 22 საათზე დიდი ტოკშოუ იქნება 1 არხზე რეალურ სივრცეში ღამის ხმაურთან დაკავშირებით. მეც ვარ მიწვეული. გუშინწინ ღამის სამ საათამდე იღებდნენ ჩემს სრულიად დეპრესირებულ და იმედგადაწურულ უბნელებს... იქნებ უყუროთ მაინც ამ გადაცემას... მესმის , რეალური სივრცე ვერ ქაჩავს ნანუკამდე და ჯაჯანიძემდე, მაგრამ იქნებ გამონაკლისის სახით ... ჩემი ხათრით თუ არა საკუთარი თავის და ოჯახის ხათრით მაინც!.. - რადგან ხვალ თქვენი სახლის წინ გახსნიან რაიმე დუქანს და ვნახავ თქვენს კივილს - ცამდე ასულს!...
მასალის გამოყენების პირობები






