ქეთევან ციხელაშვილი გიუნტერ ბეხლერს შეხვდა
პოლიტიკა - 18:05, 25 Oct, 2016     1451
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ეუთოს მხრიდან ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეს გიუნტერ ბეხლერს შეხვდა.

ქეთევან ციხელაშვილმა და გიუნტერ ბეხლერმა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მიმდინარეობა, ასევე ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მუშაობა განიხილეს. ხაზი გაესვა ჟენევის დისკუსიებში ეუთოს ჩართულობის მნიშვნელობას. მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში 26 ოქტომბრისთვის სოფელ ერგნეთში დაგეგმილი შეხვედრა იქნება არაპოლიტიზირებული და გამოსავლებზე ორიენტირებული.

სახელმწიფო მინისტრმა და ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარემ განიხილეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევის, ასევე, გამყოფ ხაზებზე მოქალაქეების უკანონო დაკავების საკითხები. აღინიშნა, რომ მოქალაქეების თავისუფალ გადაადგილებას ხელოვნური ბარიერები არ უნდა აფერხებდეს. საუბარი შეეხო საქართველოს მოქალაქის - გიორგი გიუნაშვილის საკითხს, რომელიც ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ მიმდინარე წლის ივლისში დააკავა და ამ დრომდე ცხინვალის იზოლატორში რჩება.

მხარეებმა, ასევე, განიხილეს უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების თემა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42