თავდაცვის სამინისტროს მორიგი განცხადება "კრწანისის" ინციდენტზე
პოლიტიკა - 17:40, 25 Oct, 2016     2563

"კრწანისის" საწვრთნელ ბაზაზე მომხდარ შემთხვევასთან დაკავშრებით ოთავდაცვის საიმინისტრო მორიგ განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში გამოძიების მიმდინარეობის დეტალებზეა საუბარი:

"23 ოქტომბერს, წვრთნებისა და სამხედრო განათლების მხარდამჭერი ცენტრის „კრწანისის“ ტერიტორიაზე, უცხო პირების შეჭრის ფაქტზე დაწყებული გამოძიება გრძელდება. საკითხის მაღალი საერთაშორისო და საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, თავდაცვის სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს აშშ-ის საელჩოს უსაფრთხოების სამსახურთან. გამოძიების მიმდინარეობას აკვირდება სახალხო დამცველის აპარატი.

ამ დროისთვის საქმეზე გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები ტარდება, მათ შორის, დგინდება იმ პირთა წრე, ვისთან ერთადაც მოქმედებდა ბაზის ტერიტორიაზე შეჭრილი გ.შ., რომლის ცხედარიც შემთხვევის ადგილიდან 97 მეტრში, მას შემდეგ, რაც განხორციელდა შიდა პერიმეტრის დათვალიერება, ბაზასა და დასახლებას შორის არსებულ პერიმეტრზე იქნა აღმოჩენილი.

საზოგადოების ობიექტურად ინფორმირების მიზნით, აუცილებელია კიდევ ერთხელ აღინიშნოს, რომ შემთხვევა მოხდა ბაზის უკანა შიდა პერიმეტრზე. გუშაგი იმყოფებოდა არა საგუშაგოში, არამედ ახორციელებდა განწესით გათვალისწინებულ შემოვლას. სწორედ შემოვლის დროს მან შენიშნა ბაზის შიგნით შესული უცხო პირები, რომლებიც სიტყვიერად გააფრთხილა შეჩერებულიყვნენ. მას შემდეგ, რაც ერთ-ერთმა პირმა გუშაგს რკინის ცეცხლმაქრი ესროლა, მან ჰაერში განახორციელა გამაფრთხილებელი გასროლა და როდესაც დაინახა რომ ადგილი ჰქონდა დაუმორჩილებლობას, მხოლოდ მას შემდეგ მოხდა სროლა უცნობი პირების მიმართულებით. გუშაგმა ყველა ნორმის დაცვით, აბსოლუტური სიზუსტით იმოქმედა.

გამომდინარე იქიდან, რომ ყველა ბაზაზე არის სამხედრო პოლიციის დანაყოფი, შემთხვევის ადგილზე პოლიციის თანამშრომლები მყისიერად მივიდნენ და დაიწყეს შესაბამისი პროცედურები. გამოიკითხა გუშაგი, მოხდა უშუალოდ შემთხვევის ადგილის დათვალიერება, საიდანაც გაზის პისტოლეტი, ღამის მაშუქი, მობილური ტელეფონი და რკინის ცეცხლმაქრი ამოიღეს, რომლებიც სავარაუდოდ უცნობ პირებს ეკუთვნით. შემთხვევის ადგილიდან ამოღებულია ავტომატური იარაღის 5 მასრაც.

რადგან სიბნელის გამო, გუშაგის მიერ არ არსებობდა ზუსტი ინფორმაცია უცნობი პირების შემდგომი გადაადგილების შესახებ, პირველ რიგში აუცილებელი იყო შიდა პერიმეტრზე განლაგებული შენობა-ნაგებობების და საცავების დათვალიერება. მას შემდეგ, რაც იქ არავინ აღმოჩნდა, ოპერატიულმა სამსახურმა ბაზის გარე პერიმეტრზე დაიწყო სამძებრო სამუშაოები და სწორედ იქ მოხდა გ.შ-ს ცხედრის აღმოჩენა.

თავდაცვის სამინისტრო მზადყოფნას გამოთქვამს, სურვილის და ინტერესის შემთხვევაში ოჯახს მისცეს ინფორმაცია მომხდარზე, ასევე დაათვალიერებინოს შემთხვევის ადგილი, სამართალდამცავების მოქმედების არეალი და მათ ყველა კითხვას ადგილზე გასცეს პასუხი.

თავდაცვის სამინისტრო წინააღმდეგი არ არის, დაინტერესების შემთხვევაში, საქმეში ჩაერთონ დამოუკიდებელი ექსპერტები და ჩატარდეს ალტერნატიული ექსპერტიზა", - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42