"რუსეთის შესახებ ყველა მიამიტური წარმოდგენა გამქრალია, ნატო მის ქმედებებზე თვალს არ დახუჭავს"- აპატურაი
პოლიტიკა - 17:33, 25 Oct, 2016     2870

ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელის კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაის განცხადებით, რუსეთის შესახებ ყველა მიამიტური წარმოდგენა გამქრალია. ამის შესახებ აპატურაიმ „მოამბის“ კორესპონდენტთან ქეთევან ქარდავასთან ექსკლუზიურ ინტერვიუში აღნიშნა.

მისი თქმით, ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალზე, არცერთი წევრი სახელმწიფო არ დახუჭავს თვალს რუსეთის ქმედებებზე.

„რაც ხდება ალეპოში, ეს კარგი ილუსტრაციაა იმის, თუ რა პოლიტიკურ და სამხედრო მიზნებს სურს მიაღწიოს რუსეთმა. ეს წარმოადგენს ნატოს უკლებლივ ყველა წევრის შეშფოთებას. არაერთმა წევრმა განაცხადა, რომ ავიაიერიშებით საერთაშორისო ჰუმანიტარული კანონმდებლობა დაირღვა, მაგრამ ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შეფასების დროს და რუსეთთან ურთიერთობისას არ მოვახდინოთ ყურადღების კონცენტრაცია მხოლოდ ალეპოზე, არ უნდა დაგვავიწყდეს უკრაინა, არ უნდა დაგვავიწყდეს საქართველო, მოლდოვა.

მინისტერიალზე ფართო ჭრილში განვიხილავთ ნატო–რუსეთის ურთიერთობებს. არ გვექნება კომუნიკე, მაგრამ არავინ, არცერთი წევრი სახელმწიფო არ დახუჭავს თვალს რუსეთის ქმედებებზე.

და ბოლოს, ყველაფრის მიუხედავად, მაინც გვჭირდება ხიდი, კომუნიკაციის არხები. ეს მოიცავს კონსტრუქციულ დიალოგს. პირველ რიგში, დიალოგი გვჭირდება იმისათვის, რომ ნატოს შეშფოთება გამოვხატოთ. მეორე - შევეცადოთ, რომ რუსეთი საერთაშორისო კანონმდებლობის ჩარჩოში დავაბრუნოთ. ჩვენ ეს უნდა ვცადოთ.

გავაგრძელებთ იმ გზების ძებნას, როგორ შეიძლება რუსეთთან კონსტრუქციული დიალოგი შედგეს და დიალოგს ჰქონდეს შედეგი. არავითარი მიამიტური შეხედულებები არ გვაქვს. რუსეთის შესახებ ყველა მიამიტური წარმოდგენა გამქრალია“, - განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.

ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალი ამ კვირაში იგეგმება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42