"შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებაზე საუბრებში საქართველო მაქსიმალურად იქნება ჩართული" - აპატურაი
პოლიტიკა - 17:32, 25 Oct, 2016     1211

ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელის კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაის განცხადებით, შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებაზე საუბარი საქართველოს გარეშე არ ჩაივლის. ამის შესახებ აპატურაიმ „მოამბის“ კორესპონდენტთან ქეთევან ქარდავასთან ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალამდე, ექსკლუზიურ ინტერვიუში აღნიშნა.

აპატურაის განცხადებით, ის უკვე იცნობს საქართველოს ახალ თავდაცვის მინისტრს ლევან იზორიას და თანამშრომლობს მასთან.

„მე მქონდა შესაძლებლობა და პატივი, შევხვედროდი საქართველოს ახალ თავდაცვის მინისტრს. შეხვედრა იყო საკმაოდ პოზიტიური.

ნატოს სურს იხილოს საქართველოში რეფორმების განგრძობითობა. ცერემონიები და წითელი ლენტების გაჭრა კარგია, ხალხს აქვს შესაძლებლობა თანამშრომლობის შედეგი იხილოს, ჩვენთვის მნიშვნელოვანია უკვე იმპლემენტაცია, ნატოს პერსონალი, მათი მუშაობა, გეგმის შედგენა, ერთობლივი წვრთნები.

ჩვენ ვიმუშავებთ და უკვე ვმუშაობთ ახალ თავდაცვის მინისტრთან. გვაქვს ძალიან ბევრი საქმე. უელსის სამიტზე მიღებული არსებული პაკეტის იმპლემენტაცია ძალიან კარგად მიმდინარეობს. ვემზადებით ახალი ერთობლივი წვრთნისთვის. თავდაცვის აღმშენებლობის სკოლა არამარტო გავხსენით, უკვე კურსებს ვადგენთ. მე ვიყავი აღფრთოვანებული, როდესაც შეფასების ერთობლივი ცენტრი ვნახე. ცენტრში უკვე უამრავი ადამიანი მუშაობს, კარგად არის აღჭურვილი და საინტერესოა ნატოსთვის, წევრი ქვეყნებისთვის და პარტნიორებისთვის.

რაც შეეხება შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებას, ჩვენ გვაქვს კონსულტაციები, მივიღეთ წინადადებები საქართველოდან. შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებაზე საუბარი საქართველოს გარეშე არ ჩაივლის. პირიქით, მაქსიმალურად იქნება ჩართული. ვაკეთებთ შეფასებას და ვათანხმებთ ფორმატებს“, - განაცხადა აპატურაიმ.

ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალი ამ კვირაში იგეგმება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42