„საქართველო ახალგაზრდა დემოკრატიაა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რაღაცების კარგად გაკეთება არ შეეძლოს“ - აპატურაი არჩევნებზე
პოლიტიკა - 17:29, 25 Oct, 2016     1266
ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი აცხადებს, რომ საქართველო ახალგაზრდა დემოკრატიაა, მაგრამ იყო ახალგაზრდა, არ ნიშნავს, რომ რაღაცების კარგად გაკეთება არ შეგეძლოს. ამის შესახებ აპატურაიმ „მოამბის“ კორესპონდენტთან ქეთევან ქარდავასთან ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა. აპატურაიმ განაცხადა, რომ ჩატარებული არჩევნები საერთო ჯამში დადებითად ფასდება და იმედი გამოთქვა, რომ პარლამენტში უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის თანამშრომლობა შედგება და პროცესი იქნება დაბალანსებული.

„საერთაშორისო საზოგადოებამ შეაფასა არჩევნები და განაცხადა, რომ კარგად ორგანიზებულად ჩატარდა. მიხარია, რომ ტრადიციად იქცა საქართველოში. ეს შესანიშნავი ახალი ამბავია. იყო ინციდენტები, მნიშვნელოვანია მათი გამოძიება საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით და პატივისცემით. საქართველოს და ქართველი ხალხის გადასაწყვეტია, როგორი მთავრობა ეყოლება ქვეყანას.

საუბარია იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა, საარჩევნო პროცესის დასრულების შემდეგ, „ქართულმა ოცნება“ საკმაოდ ძლიერად იყოს პარლამენტში წარმოდგენილი. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ კარგად ფუნქციონირებადი დემოკრატია გულისხმობს გარემოს ოპოზიციისთვისაც, პატივისცემაზე დაფუძნებული დიალოგის გამართვას ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის. დიახ, საქართველო ახალგაზრდა დემოკრატიაა, მაგრამ იყო ახალგაზრდა, არ ნიშნავს, რომ რაღაცების კარგად გაკეთება არ შეგეძლოს. არიან ნატოს წევრი ქვეყნებიც, რომლებიც ახალგაზრდა დემოკრატიებად მივიჩნევთ და მათ აქვთ საარჩევნო პროცესში უმაღლესი სტანდარტები. კარგად გვესმის საქართველოს კონტექსტი, გვესმის რეგიონული კონტექსტიც, თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველო გამოკვეთილი მაგალითია დემოკრატიული პროგრესის, დემოკრატიის მაღალი სტანდარტების და ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ამის გაკეთება მარტივი არაა. საქართველოს პროგრესს ვაღიარებთ. ნატოს წევრი სახელმწიფოები ყურადღებით აკვირდებიან საქართველოში დემოკრატიის პროგრესს. რატომ? იმიტომ, რომ საქართველო ასპირანტი სახელმწიფოა. კარგად ვიცი, რომ ქართველებს უყვართ პოლიტიკა, მაგრამ ვიცით და იმედი გვაქვს, რომ თანამშრომლობა შედგება და პროცესი იქნება დაბალანსებული. საქართველოს აქვს კანონმდებლობა, საპარლამენტო სისტემა. ამ სივრცეში არის ადგილი ხელისუფლებისთვისაც და ოპოზიციისთვისაც. კითხვა ჩნდება, როგორ სრულდება ეს კანონები, როგორ მიდის დიალოგი, პატივისცემა არამარტო პროცედურებს არამედ, ერთმანეთის მიმართ პატივისცემის გამოსახვასაც გულისხმობს. მთავრობა და ოპოზიცია ვერ შეთანხმდება ყოველთვის ყველაფერზე, ეს მათი საქმე არაა, მაგრამ საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე საკითხების ერთობლივად გადაწყვეტა მნიშვნელოვანი ელემენტია, საუკეთესო ტრადიციაა და გვინდა ეს საქართველოში ვიხილოთ.“- განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.

მისივე თქმით, ნატოს ყველა წევრი აღნიშნავს, რომ ჩატარებული არჩევნები საერთო ჯამში იყო საქართველოს წარმატება.

„ვინც ყურადღებით კითხულობს ნატოს კომუნიკეებს, ის დააკვირდება შემდეგს, არჩევნებამდე ნატო ყოველთვის ამბობს, რომ დააკვირდება არჩევნებს, საარჩევნო პროცესის შემდეგ კი ვაცხადებთ, რომ ეს იყო წინ გადადგმული ნაბიჯი, ვხედავთ მეტ პროგრესს და ეს არაჩვეულებრივია. ქართველებიც ვერ იტყვიან, რომ საარჩევნო პროცესმა საერთოდ პრობლემების გარეშე ჩაიარა. ევროკავშირმაც და შეერთებული შტატების მიერ გავრცელებულ განცხადებებშიც იყო ეს ნახსენები. მაგრამ მთავარია, რომ ამ მცირე ინციდენტებმა საერთო პროგრესზე და საქართველოს წარმატებაზე გავლენა ვერ მოახდინა. ამიტომ ნატოს ყველა წევრი აღნიშნავს, რომ ჩატარებული არჩევნები საერთო ჯამში იყო საქართველოს წარმატება.

ნატოს წევრი ქვეყნები მხოლოდ დადებით და პოზიტიურ კონტექსტში გამოიყენებენ შეფასებას - ახალგაზრდა დემოკრატია.“- აღნიშნა ჯეიმს აპატურაიმ





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42