„მცოცავი გაუფასურება!
როცა რაღაც სწრაფად, ნახტომისებურად უფასურდება, თუნდაც ვალუტა, ძალიან თვალშისაცემია. თუ ეს თანდათანობით ხდება, ასე თუ ისე, ეგუება ადამიანი, ”გაგებით ეკიდება”.
ყოფილ თავისუფალ დემოკრატებსაც უნდათ, რომ გაგებით და ცოცვა-ცოცვით მივიდნენ ივანიშვილის კარამდე. სწრაფად რომ ქნან, ძალიან იყვირებს. ამიტომ გადაუწყვეტიათ, რომ სჯობია ასე, წყნარად, თანდათანობით, დროში გაწელილად. თუმცა, არც მთლად დიდხანს გაწელვაა კარგი. შეიძლება გადაავიწყდეთ. თანაც, რომ მიგიღონ, რაღაცა ხომ უნდა შეიტანო საერთო ყულაბაში. ყველაზე გამოცდილი ხერხი ნაციონალების ლანძღვაა. ცოტა მოძველებულია, მაგრამ მაინც ჭრის. თუმცა, უკვე არაა საკმარისი. რაღაც ახალი უნდა მოიფიქრონ საწესდებო კაპიტალში ჩასადებად. დაველოდოთ, თუ რამდენად ღირებული იქნება ეს და რამდენ ხანს გაგრძელდება სანუკვარი მიზნისკენ მიმავალი ცოცვა-ხოხვა“- წერს რომან გოცირიძე ფეისბუკზე.
შეგახსნებთ, „თავისუფალი დემოკორატების“ ყოფილმა წევრებმა ზურაბ აბაშიძე, დავით ონოფრიშვილმა და გია ცაგარეიშვილმა საკუთარ მხარდამჭერებს მოუწოდეს, რომ საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში ხმა ხელისუფლების კანდიდატებს მისცენ.
მასალის გამოყენების პირობები






