"ბიუჯეტის შემოსულობების შესრულებას 132 მილიონი ლარი დააკლდა, ეკონომიკა სავალალო მდგომარეობაშია" - მაჭავარიანი
პოლიტიკა - 13:13, 25 Oct, 2016     1280
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელ მიხეილ მაჭავარიანის განცხადებით, მიუხედავად ხელისუფლების ტრაბახისა, თითქოს ეკონომიკური ზრდის ტემპი რეგიონში ყველაზე საუკეთესოა, მთავრობა სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულებას 9 თვის მონაცემების მიხედვით, კვლავ მანიპულირებითა და კანონის დარღვევით (პარლამენტის გვერდის ავლით) ახორციელებს. საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ კი, 2016 წლის პირველი რვა თვეში 2,7 % შეადგინა.

„ეკონომიკის სავალალო მდგომარეობაზე მეტყველებს ისიც, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების შესრულებას 132 მლნ.ლარი დააკლდა.

საგადასახადო შემოსავლებში ყველაზე დიდი დანაკლის დღგ-ს გადასახადშია იგი შესრულდა 87,7%-ით, რაც ყველაზე მეტად საყურადღებოა საქართველოს ტერიტორიაზე რეალიზებული პროდუქციის და მომსახურების ნაწილშია დიდი შეუსრულებლობა 2015 წელთან შედარებით წელს 704 მლნ. ლარით ნაკლებია შემოსული (2015 წ -1397,8 ; 2016წ.-688,4მლნ. ლარი). ვერ შესრულდა გრანტების მუხლიც, დანაკლისმა შეადგინა 84 მლნ. ლარი; გეგმასთან შედარებით პრივატიზაციიდან მიუღებელი დარჩა 4 მლნ. ლარი; ვერ შესრულდა საზღვარგარეთიდან მისაღები გრძელვადიანი შეღავათიანი კრედიტების მუხლიც 311 მლნ. ლარით (დანაკლისია).

ყოველივე ამის საკომპენსაციოდ მთავრობამ უკანონოდ იმაზე მეტი შიდა ფინანსური რესურსი - სახაზინო ვალდებულებები გამოუშვა, ვიდრე ბიუჯეტის კანონით არის გათვალისწინებული. კერძოდ პარლამენტის მიერ დამტკიცებული პარამეტრი 200 მლნ. ლარი საშინაო ვალის ზრდას ითავლისწინებდა, ხოლო მთავრობამ ბიუჯეტში ცვლილებების განუხორციელებლად უკვე 9 თვის მდგომარეობით 211 მლნ. ლარი მოიზიდა (უკანონოა 11 მლნ. ლარი), ხოლო მე-4 კვარტალში გეგმით გათვალისწინებულ მოსაზიდ თანხასაც თუ გავითვალისწინებთ 134 მლნ. ლარს, ასეთ შემთხვევაში შიდა ვალის თითქმის 70% ზრდა გამოდის (211+134=345).

ექსპორტი -2016 წლისიანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 9 104 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 24 პროცენტით მეტია;

აქედან, ექსპორტი 1512 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (8 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 7 592 მლნ. აშშ დოლარს (34 პროცენტით მეტი).

აღსანიშნავია, რომ განსახილველ პერიოდში განხორციელდა C ჰეპატიტის მედიკამენტების იმპორტი, რომლის გარეშეც იმპორტი შეადგენს 5 194 მლნ. აშშ დოლარს (3 პროცენტით ნაკლები).

საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2016 წლისი ანვარ-სექტემბერში 6 080 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 67 პროცენტი შეადგინა. ამავე პერიოდში ექსპორტმა რეექსპორტის გარეშე 1 195 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.

ქვეყნის ვალმა (საშინაო და საგარეო) ისტორიულ მაქსიმუმ მიაღწია და შეადგენს 12,8 მილიარდ ლარს;მაშინ როცა 2012 წელს ვალი 7,8 მლრდ ლარი; 2013 წელს 8,6 მლრდ ლარი,; 2104 წელს 9,7მლრდ ლარი; 2015 წელს 12,5მლრდ.

ლარი კვლავ უფასურდება და დოლართან მიმართებაში შეადგენს 2,38"- განაცხადა მაჭავარიანმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42