„კრწანისის“ სამხედრო ბაზაზა მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია კომენტარს აკეთებს. ბესელიამ ინციდენტის შედეგად გარდაცვლილის ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა:
„პირველ რიგში მინდა ოჯახს მივუსამძიმრო, სამწუხარო ფაქტია, გარდაიცვალა ადამიანი. რაც მოხდა ყველაფერი ემოციურად მძიმეა, მეორე მხრივ საჭიროა, სიფრთხილე და თავშეკავება, რომ ვაცადოთ გამოძიებას, რადგან ის მიმდინარეობს რეალურად. ვნახოთ ობიექტური გამოძიების შედეგები. საჭიროა, დაველოდოთ გამოძიებას. ყველაფერი რაც წინ უძღოდა ამ მომხდარ ფაქტს შესასწავლია. დარწმუნებული ვარ, რომ თავდაცვის მინისტრი არათუ არ შეუშლის ხელს, არამედ ყველაფერი გაკეთდება კომისიისთვის, რომ გამოძიებამ რეალური შედეგი ძალიან სწრაფად მიიღოს. ამ ეტაპზე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ საჭიროა სიფრთხილე და თავშეკავება”, - განაცხადა ეკა ბესელიამ.
მასალის გამოყენების პირობები






