"პირველი რაც თქვა, მეცოდება მისი დედაო”- იზორიას თქმით, გუშაგს ფსიქოლოგიური დახმარება დასჭირდა
პოლიტიკა - 11:59, 25 Oct, 2016     12562
თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის თქმით, კრწანისის სასწავლო ცენტრში მომხდარი შემთხვევა ყველას აწუხებს, განსაკუთრებით კი იმ გუშაგს, რომელმაც სროლა განახორციელა. იზორიას თქმით, აღნიშნულ პირს ფსიქოლოგიური დახმარება დასჭირდა.

”მე ოჯახის წარმომადგენლებთან დისკუსიაში არ შევალ. ის, რაც მოხდა ძალიან მძიმეა და ეს აწუხებს ყველას, პირველ რიგში კი აწუხებს იმ გუშაგს, რომელსაც მთელი დღე ფსიქოლოგიური დახმარება დასჭირდა. პირველი რაც მან თქვა, ეს იყო ”მე მეცოდება მისი დედაო”. ჩვენ ადამიანები ვართ, ყველას გვაქვს გარკვეული ემოციები, მაგრამ ასევე ჩვენ გვაქვს ჩვენი ვალდებულებები სახელმწიფოს და საზოგადოების წინაშე. შესაბამისად, გუშაგი, რომელიც სავალდებულო სამსახურს იხდის თავისი ქვეყნის და სახელმწიფოს წინაშე, პირველადი მონაცემებით და აქ შემიძლია გარკვეული მხარეც კი ვიყო, როგორც თავდაცვის მინისტრი და დაბეჯითებით ვთქვა, გუშაგი მოქმედებდა აბსოლუტურად ნორმების შესაბამისად. ამის საფუძველს მაძლევს ის მტკიცებულებები, რაც იქ იქნა აღმოჩენილი, კერძოდ, ხუთი მასრა. გუშაგმა განახორციელა გამაფრთხილებელი გასროლა, მანამდე კი სიტყვიერი გაფრთხილება, საპასუხოდ მიიღო თავდასხმა. შესაბამისად, მას ნორმა ავალდებულებდა მოქმედებას და ეს მოქმედება განახორციელა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის იქნებოდა კანონდამრღვევი და აგებდა სისხლის სამართლის ნორმით პასუხს”, -განაცხადა იზორიამ.

იზორიას თქმით, სიმართლეს არ შეესაბამება განცხადებები იმის შესახებ, რომ საგამოძიებო ორგანოები მყისიერად არ მოქმედებდნენ. მინისტრის განცხადებით, სამხედრო პოლიცია ყოველთვის ბაზაზე იმყოფება და ფაქტზე რეაგირებაც მაშინე დაიწყო, ცხედრის აღმოჩენა კი მაშინ მოხდა, როდესაც ხილვადობა შესაძლებელი გახდა.

საქართველოს თავდაცვის უწყების ინფორმაციით წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის მხარდამჭერ ცენტრ კრწანისის ტერიტორიაზე უცხო პირების მხრიდან შეჭრის ფაქტი 23 ოქტომბერს, დაახლოებით 03:30საათზე დაფიქსირდა. რამდენიმე უცხო პირი არ დაემორჩილა განწესში მყოფი გუშაგის სიტყვიერ გაფრთხილებას და თავს დაესხა მას, რის შემდეგაც გუშაგმა წესდებით გათვალისწინებული მოქმედებები განახორციელა და ცენტრის ტერიტორიაზე შეჭრის ფაქტი აღკვეთა. განხორციელებული სროლის შედეგად 23 წლის გიგა შენგელია დაიღუპა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42