„საყარაულო წესი გუშაგს შესაძლებლობას აძლევს აღნიშნულ ვითარებაში მყისიერად იმოქმედოს“ - ლევან იზორია
პოლიტიკა - 10:55, 25 Oct, 2016     4539
თავდაცვის მინისტრის განცხადებით, კრწანისის სასწავლო ცენტრის დაცვის ხარისხი ძალიან მაღალია და საყარაულო წესი, რომელიც პრეზიდენტის ბრძანებულებით არის დამტკიცებული, გუშაგს შესაძლებლობას აძლევს, შესაბამის ვითარებაში მყისიერად იმოქმედოს, ამასთან დაკავშირებით განცხადება ლევან იზორიამ „იმედის“ ეთერში კრწანისის სასწავლო ცენტრში მომხდარ შემთხვევაზე საუბრისას გააკეთა:

”ეს პერიმეტრი დაცულია და შესაბამისად, საყარაულო წესი, რომელიც დადგენილია პრეზიდენტის ბრძანებულებით, აძლევს გუშაგს შესაძლებლობას აღნიშნულ ვითარებაში იმოქმედოს მყისიერად ობიექტის დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე და შესაბამისად, სახელმწიფო ინტერესების დაცვიდან გამომდინარე. აღნიშნულ ობიექტზე ტარდება მუდმივ რეჟიმში წვრთნები ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად. იმ საღამოს ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ ჩვენი პარტნიორებიც, ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ქვეითის წარმომადგენლები. შესაბამისად, დაცვის ხარისხი ძალიან მაღალია. მე, ბუნებრივია, ვწუხვარ იმ სამწუხარო შედეგის გამო, რაც დადგა. ბუნებრივია, არავის უნდა ასეთი შედეგი დადგეს, რაც ადამიანის გარდაცვალებას უკავშირდება, მაგრამ აქ ლაპარაკია სახელმწიფოს ინტერესებზე, ლაპარაკია დიდ საჯარო ინტერესზე და ეს რეგულირდება კანონით და გარკვეული ნორმატიული აქტებით. ამიტომ, საზოგადოების და ზოგადად სახელმწიფო დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე პრიორიტეტულია, როდესაც ჯარისკაცი ან სხვა ორგანოების წარმომადგენლები მკაფიოდ გაწერილი წესებით და ინსტრუქციებით მოქმედებდნენ.” - განაცხადა იზორიამ.

საქართველოს თავდაცვის უწყების ინფორმაციით წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის მხარდამჭერ ცენტრ კრწანისის ტერიტორიაზე უცხო პირების მხრიდან შეჭრის ფაქტი 23 ოქტომბერს, დაახლოებით 03:30საათზე დაფიქსირდა. რამდენიმე უცხო პირი არ დაემორჩილა განწესში მყოფი გუშაგის სიტყვიერ გაფრთხილებას და თავს დაესხა მას, რის შემდეგაც გუშაგმა წესდებით გათვალისწინებული მოქმედებები განახორციელა და ცენტრის ტერიტორიაზე შეჭრის ფაქტი აღკვეთა. განხორციელებული სროლის შედეგად 23 წლის გიგა შენგელია დაიღუპა.

ცნობისთვის, გუშაგის ქცევის წესებსა და ნორმებს “საქართველოს შეიარაღებული ძალების საყარაულო წესდება” არეგულირებს

მუხლი 120.

გუშაგი ვალდებულია მასზე ან მის მიერ დასაცავ ობიექტზე თავდასხმის შემთხვევაში გამოიყენოს იარაღი გაფრთხილების გარეშე.

მუხლი 121.

ყველა პირს, რომელიც დასაცავ ობიექტს ან მაჩვენებლით აღნიშნულ საზღვარს მიუახლოვდება, გარდა იმ პირებისა, რომლებსაც ის ემორჩილება და იმ პირებისა, რომლებიც მათ თან ახლავთ, გუშაგი აჩერებს ძახილით: „სდექ, უკან!“ ან: „სდექ, მოუარე მარჯვნივ (მარცხნივ)!“

მუხლი 122.

საგუშაგოსთან ან აკრძალულ საზღვართან მიახლოებული პირის მიერ ამ მოთხოვნის შეუსრულებლობისას, გუშაგი აფრთხილებს დამრღვევს შეძახილით: „სდექ, ვისვრი!“ და დაუყოვნებლივ შეატყობინებს ყარაულს.

მუხლი 123.

თუ დამრღვევი არ შეასრულებს ამ მოთხოვნას, გუშაგს შეაქვს ვაზნა სავაზნეში და გასაფრთხილებლად ისვრის ჰაერში. თუ დამრღვევი არც ამ მოთხოვნას არ შეასრულებს და შეეცდება შეაღწიოს საგუშაგოზე (აკრძალული საზღვარი გადალახოს) ან ამის შემდეგ გაიქცევა, გუშაგი გამოიყენებს იარაღს.

მუხლი 124.

ცუდი ხილვადობის პირობებში, როდესაც საგუშაგო ტაბელში მითითებულ მანძილზე შეუძლებელია საგუშაგოსთან ან აკრძალულ საზღვართან მიახლოებულის გარჩევა, გუშაგი აჩერებს ძახილით: „სდექ, ვინ მოდის?“. თუ პასუხი არ მიიღო, გუშაგი აფრთხილებს: „სდექ, ვისვრი!“ და აკავებს დამრღვევს. დაკავებული დამრღვევის შესახებ გუშაგი დადგენილი სიგნალით ატყობინებს საყარაულო შენობაში, ყურადღების მოუდუნებლად განაგრძობს მისთვის დავალებული ობიექტის დაცვას და თვალყურს ადევნებს დამრღვევის საქციელს.

მუხლი 125.

თუ დამრღვევი არ ჩერდება და ცდილობს შეაღწიოს დასაცავ ობიექტზე (საგუშაგოზე) ან გაიქცეს, გუშაგი გასაფრთხილებლად ჰაერში გაისვრის, ამ მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში კი გამოიყენებს იარაღს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42