"თავდაცვის მინისტრის განცხადებები კითხვის ნიშნებს აჩენს"- ოპოზიცია დროულ და ობიექტურ გამოძიებას ითხოვს
პოლიტიკა - 10:42, 25 Oct, 2016     1568
წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის მხარდამჭერი ცენტრი „კრწანისის“ ტერიტორიაზე მომხდარი შემთხვევის სწორ და დროულ გამოძიებასთან დაკავშირებით ეჭვები აქვთ ოპოზიციის წარმომადგენლებს, მათი თქმით, კითხვის ნიშნები, რომელიც ამ საქმეში ჩნდება პირველ რიგში ქართულ ჯარს აზარალებს. ოპოზიციის წევრები ხელისუფლებას ფაქტის დროულად გამოძიებისკენ მოუწოდებენ:

"იმ განცხადებებს, რომელიც გაკეთდა თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობის მხრიდან, მე ვთვლი, რომ აჩენს გარკვეულ ეჭვებს მომხდარის სწორ გამოძიებასთან დაკავშირებით, რაც ზოგადად ძალიან ცუდია ჩვენი ჯარისთვის. ჯარს არ უნდა მივაყენოთ ჩრდილი," - განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა ნიკა რურუამ.

„თავისუფალი დემოკრატების“ წევრის ლევან სამუშიას განცხადებით კითხვის ნიშნებს უკვე აჩენს თვითონ თავდაცვის მინისტრის და სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან გაკეთებული განცხადებები:

„ის განცხადებები, რაც მეორე დღესვე დაიწყო თავდაცვის სამინისტროსა და სახელისუფლებო ორგანოების მხრიდან ცოტა ეჭვებს ბადებს. ვისურვებდი რომ ჩატარებულიყო ობიექტური გამოძიება. პროპორციული იყო თუ არაპროპორციული, ამის თქმა წინასწარ ძნელია, მაგრამ კითხვის ნიშნებს უკვე აჩენს თვითონ თავდაცვის მინისტრის და სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან გაკეთებული განცხადებები.“- განაცხადა სამუშიამ.

კრიტიკის საგანი თავდაცვის მინისტრის გუშინდელი განცხადება გახდა, ლევან იზორიას თქმით გუშაგი სროლის დროს კანონის დაცვით მოქმედებდა. ექსპერტების და პოლიტიკოსების შეფასებით გამოძიების დასრულებამდე მსგავსი შინაარსის განცხადების გაკეთება სამხედრო პოლიციისთვის ერთგვარი მინიშნება შეიძლება გახდეს და კრწანისის პოლიგონთან მომხდარის შესწავლა სხვა მუხლით გააგრძელონ. ამჟამად კი საქმეს მთავარი პროკურატურის ზედამხედველობით, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი იძიებს. გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლის I ნაწილით მიმდინარეობს.

საქართველოს თავდაცვის უწყების ინფორმაციით წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის მხარდამჭერ ცენტრ კრწანისის ტერიტორიაზე უცხო პირების მხრიდან შეჭრის ფაქტი 23 ოქტომბერს, დაახლოებით 03:30საათზე დაფიქსირდა. რამდენიმე უცხო პირი არ დაემორჩილა განწესში მყოფი გუშაგის სიტყვიერ გაფრთხილებას და თავს დაესხა მას, რის შემდეგაც გუშაგმა წესდებით გათვალისწინებული მოქმედებები განახორციელა და ცენტრის ტერიტორიაზე შეჭრის ფაქტი აღკვეთა. განხორციელებული სროლის შედეგად 23 წლის გიგა შენგელაია დაიღუპა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42