სამხედრო სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ მომხდარ ინციდენტზე სამხედრო ექსპერტები განმარტებებს აკეთებენ და არსებულ კითხვებზე პასუხების დროულად გაცემის აუცილებლობაზე საუბრობენ. ნოდარ ხარშილაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია ჩატარდეს დროული და ობიექტური გამოძიება:
“გადაუმოწმებელი ინფორმაციით, რაც ვრცელდება არის ის, რომ ზურგში აქვს ტყვია მოხვედრილი საკმაო დისტანციაზე იმ ადამიანს, ვინც გარდაიცვალა. გაქცევის მცდელობის დროს ისმის კითხვა, რატომ გამოიყენა სასიკვდილო ძალა ამ ადამიანის მიმართ. ასე რომ, კითხვები ჯერ კიდევ ბევრია და ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ გამჭვირვალედ წარიმართოს ეს ყველაფერი, რადგან ძალიან არასაჭირო იქნება ქართული ჯარისთვის ისეთი ინციდენტი როდესაც საეჭვო მდგომარეობაში სამხედრო პირმა სამოქალაქო პირი გამოასალმა სიცოცხლეს,“ - განაცხადა ნოდარ ხარშილაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






