"უბედურება მოხდა, ახალგაზრდა კაცი დაიღუპა, მისთვისაც უბედურებაა, ოჯახისთვისაც უბედურებაა და იმ ადამიანისთვისაც, ვინც იძულებული გახდა, რომ ესროლა. სამწუხარო ფაქტია და მნიშვნელოვანია, რომ გამოძიება დროულად და ობიექტურად ჩატარდეს. რაც უფრო ნაკლებად ილაპარაკებენ და შეაფასებენ ამ ქმედებებს, ამ საქმესთან კავშირში არმყოფი ადამიანები, მათ შორის პოლიტიკოსები უკეთესი იქნება.“- განაცხადა გია ვოლსკიმ.
საქართველოს თავდაცვის უწყების ინფორმაციით წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის მხარდამჭერ ცენტრ კრწანისის ტერიტორიაზე უცხო პირების მხრიდან შეჭრის ფაქტი 23 ოქტომბერს, დაახლოებით 03:30საათზე დაფიქსირდა. რამდენიმე უცხო პირი არ დაემორჩილა განწესში მყოფი გუშაგის სიტყვიერ გაფრთხილებას და თავს დაესხა მას, რის შემდეგაც გუშაგმა წესდებით გათვალისწინებული მოქმედებები განახორციელა და ცენტრის ტერიტორიაზე შეჭრის ფაქტი აღკვეთა. განხორციელებული სროლის შედეგად 23 წლის გიგა შენგელია დაიღუპა.
მასალის გამოყენების პირობები






