„მასობრივად გაყალბებული ოქმები, საოლქო კომისიების და ცენტრალური საარჩევნო კომისიის ერთხმად უარი გადათვლებზე - ამან მართლა მოგვცა სამართლიანი საფუძველი იმისათვის, რომ ამ შედეგებს არ დავეთანხმოთ. მით უფრო, რომ მე პირადად ვთვლი, რომ არ იქნება სწორად შეფასებული ის დარღვევები, რაც ბოლო დროს იყო გავრცელებული,“ - განაცხადა ირაკლი ჭყოიძემ.
აღნიშნულ ბრალდებას არ ეთანხმება ცესკოს ადმინისტრაცია საარჩევნო კომისიის სპიკერის ანა მიქელაძის თქმით რამდენიმე უბანზე მომხდარ დარღვევებზე ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ შესაბამისი რეაგირება მოახდინა.
„საარჩევნო ადმინისტრაციამ შეისწავლა თითოეული ფაქტი, რაც იყო გავრცელებული მედია საშუალებით და მოახდინა შესაბამისი რეაგირება,“ - განაცხადა ანა მიქელაძემ.
საარჩევნო პროცესში გამოვლენილ დარღვევებზე რეაგირებას ითხოვენ არასამთავრობო ორგანიზაციებიც.
მასალის გამოყენების პირობები






