საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ოფიციალური ვიზიტით ვილნიუსში იმყოფება
პოლიტიკა - 18:06, 24 Oct, 2016     1792

23-26 ოქტომბერს საკონსტიტუციო სასამართლოს ახლად არჩეული თავმჯდომარე ზაზა თავაძე პირველი ოფიციალური ვიზიტით ქალაქ ვილნიუსს ეწვია, სადაც მონაწილეობს შავი ზღვისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების კონსტიტუციური მართლმსაჯულების ასოციაციის ფარგლებში ლიტვის საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ორგანიზებულ ფორუმში. ვილნიუსის ფორუმის მთავარი თემაა კანონის უზენაესობის პრინციპის იმპლემენტაცია და დაცვა ასოციაციის წევრ ქვეყნებში. მას ესწრებიან ლიტვის, მოლდოვის, უკრაინის, რუმინეთის, პოლონეთისა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოების დელეგაციები.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრთან და წევრი წვეყნების საკონსტიტუცო სასამართლეობის თავმჯდომარეებთან ერთად მისასალმებელი სიტყვით მიმართა ფორუმის მონაწილეებს და ისაუბრა რეგიონული ასოციაციის მნიშვნელობაზე. ზაზა თავაძემ გამოხატა მზადყოფნა, რომ მისი თავმჯდომარეობის პერიოდში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო გააგრძელებს აქტიურ თანამშრომლობას პარტნიორ სასამართლოებთან როგორც ასოციაციის, ასევე სხვა ფორმატში.

ლიტვის ფორუმში მონაწილეობს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი ლალი ფაფიაშვილი, რომელმაც მოხსენება გააკეთა საქართველოში სამართლიანი სასამართლოს კონსტიტუციურ უფლებაზე. აღნიშნულ ფორუმზე სპეციალური სტუმრის სტატუსით მიწვეულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42