„უშიშროების ახალ მდივანზე საუბარი გამიჭირდება. რაც შეეხება ფაქტს, უშიშროების საბჭოს მდივნის დანიშვნა პრეზიდენტის პრეროგატივაა. ვისურვებ, რომ წარმატებული იყოს პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება, რადგან მარგველაშვილის გადასაწყვეტი იყო რა გამოცდილების ადამიანს დანიშნავდა უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებიობაზე. მე პატივს ვცემ პრეზიდენტის გადაწყვეტილებას"- აღნიშნა "ნიუპოსტთან" სესიაშვილმა.
დეპუტატმა იცის, რომ რაქვიაშვილი წინა ხელისუფლების დროს რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე იყო, თუმცა უჭირს ისაუბროს იმაზე თუ რა გავლენა შეიძლება მოახდინოს ამ ფაქტმა უშიშროების საბჭოს მუშაობაზე.
"მისი დანიშვნა, მისი შერჩევა, მისი წარსული გამოცდილების გააზრება პრეზიდენტის გადაწყვეტილება იყო. ამიტომ გამიჭირდება ამის წინასწარ თქმა. უშოშროების საბჭოს წევრებს არ აქვთ უფლება მონაწილეობა მიიღონ დანიშვნის პროცესში, ამიტომ გამიჭირდება ბატონი დავითის წარსულის შეფასება"- თქვა სესიაშვილმა.
ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნად პრეზიდენტმა დავით რაქვიაშვილი დანიშნა.
მასალის გამოყენების პირობები






