ნათელაშვილმა ივანიშვილს ჰააგაში უჩივლა- ლეიბორისტების ლიდერის განცხადება
პოლიტიკა - 16:34, 24 Oct, 2016     11386

საქართველოს ლეიორისტული პარტიის ლიდერი განცხადებას ავრცელებს, როგორც შალვა ნათელაშვილი აცხადებს, ჰააგის ტრიბუნალმა ლეიბორისტული პარტიის სარჩელი, ბიძინა ივანიშვილის მიერ საერთაშორისო დანაშაულთა ჩადენასთან დაკავშირებით წარმოებაში მიიღო:

„ჰააგის ტრიბუნალმა დღეს, დაადასტურა ლეიბორისტული პარტიის სარჩელის მიღება ბიძინა ივანიშვილის მიერ საერთაშორისო დანაშაულთა ჩადენაზე, რაც გამოიხატა ანგოლაში სამოქალაქო ომისას 790 მილიონი დოლარის რუსული იარაღის კონტრაბანდასა და საქართველოში ოქროს მოსაპოვებლად 4500 წლოვანი კულტურის ძეგლის საყდრისის განადგურებაში. აღნიშნულს ასევე, დაემატება ახალი ეპიზოდი ივანიშვილის მიერ 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მასობრივი გაყალბებისა და ხელისუფლების უზურპაციაზე.

ჩვენ აუცილებლად დავსვამთ საბრალდებო სკამზე საუკუნის ამ ბოროტებას!

გთავაზობთ სარჩელის ტექტს.

საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს ქ. ჰააგა

მოგმართავთ საქართველოს დე-ფაქტო მმართველის, რუსი ოლიგარქის მილიარდერის, ბიძინა ივანიშვილის მიერ ადამიანობის წინააღმდეგ ჩადენილ საერთაშორისო დანაშაულებთან დაკავშირებით.

მომართვა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოში გამოწვეულია იმით, რომ ბიძინა ივანიშვილი ტოტალურად, კრიმინალური კონსპირაციის მეთოდებით სრულად აკონტროლებს და მართავს როგორც ქვეყნის სასამართლო ხელისუფლებას, ასევე მთავრობას, პარლამენტს, მმართველ პარტიას და ყველა სახელმწიფო სტრუქტურას, რის გამოც მას გააჩნია სრული ხელშეუხებლობა და დაუსჯელობის გარანტია ნებისმიერ დანაშაულზე.

1.ბიძინა ივანიშვილმა 1993-1998 წლებში მოახდინა რუსული წარმოების იარაღის მიწოდება 790 მილიონი დოლარის ოდენობით ანგოლაში. სადაც მაშინ მიმდინარეობდა სამოქალაქო ომი და აკრძალული იყო იარაღის შეტანა. ამ ჩამონათვალში შედიოდა ტანკები, თვითმფრინავები, არტილერია და სხვა. აღნიშნულ საქმეზე შემდგომში დაპატიმრებული იქნენ პიერ ფალკონე არკადი გაიდამაკი, საფრანგეთის ექსპრეზიდენტის შვილი მიტერანი და სხვები. ივანიშვილის მიმართ დღემდე გამოძიებას არ მიუღია გადაწყვეტილება, რადგან იგი გახდა ამ ქვეყნის მოქალაქე და სიმდიდრის გადასახადს იხდის საფრანგეთის ბიუჯეტში, რაც გვაფიქრებინებს, რომ ადგილი აქვს გარიგებას კონკრეტულ ფრანგულ სტრუქტურებსა და ივანიშვილს შორის, რომელიც იყო მთავარი მომწოდებელი ამ იარაღის.

2. ბიძინა ივანიშვილი გახადა რა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბოროტად გამოიყენა ძალაუფლება და 2013 წლის 7 ოქტომბერს ხელი მოაწერა საქართველოში ბოლნისის მუნიციპალიტეტში, მსოფლიო ისტორიული მნიშვნელობის ძეგლის, საყრდრისისათვის არქეოლოგიური ზონის გაუქმების განკარგულებას, რის შემდეგაც ეს ტერიტორია გაანადგურა აფეთქებების გზით, მოსპო კულტურის ძეგლები, ეკოლოგიურად გაანადგურა ტერიტორია, საფრთხე შეუქმნა იქ მცხოვრებ ათასობით ადამიანის ჯანმრთელობასა და დაიწყო საკურთარი ბიზნესი- ოქროს მადანის მოპოვება, რასაც აგრძელებს დღემდე.

შესაბამისად, მან მეორედ ჩაიდინა საერთაშორისო დანაშაული ადამიანობის წინააღმდეგ. ეს ორივე დანაშაული საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს სტატუტის თანახმად ექვემდებარება თქვენს იურისდიქციას, რის გამოც გთხოვთ გვაცნობოთ იმ პროცედურების შესახებ, რაც აუცილებელია საქმეზე გამოძიების დასაწყებად.“- აღნიშნულია ნათელაშვილის განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42