,,აფხაზთა კრება” საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
პოლიტიკა - 16:13, 24 Oct, 2016     2593
,,აფხაზთა კრება” საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავზობთ:

2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები არ იყო დემოკრატიული, თავისუფალი და სამართლიანი. პრორუსულმა მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ -,,ქართულმა ოცნებამ“ ანტიდემოკრატიული საარჩევნო კანონის საფუძველზე, ადმინისტრაციული რესურსის მასშტაბური და ბოროტი გამოყენების, ამომრჩეველთა უპრეცენდენტო მოსყიდვისა და დაშინების, ძალადობის, კრიმინალური სამყაროს, უზარმაზარი რაოდენობის შავი ფულის, გაყალბების, ოპოზიციურ პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებზე ძლიერი წნეხის, რუსული პროპაგანდის მეშვეობით შეინარჩუნა ძალაუფლება. ამასთან ერთად, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ამომრჩეველთა ხმებზე სრულიად ხელოვნურად მანიპულირების შედეგად, პარლამენტში გაიყვანა ღიად კოლაბორაციონისტური აგრესიული ძალა, არსებითად მტრის რეზიდენტურა ე.წ. პატრიოტთა ალიანსი.

სამწუხაროდ, დასავლურმა ოპოზიციამ ვერ შეძლო სათანადო კოორდინაცია და კონსოლიდაცია, მრავალრიცხოვანი, საყოველთაო და სისტემური დარღვევების სათანადო დაფიქსირება და რეზონანსი საერთაშორისო სარბიელზე, რის გამოც არჩევნების შედეგები ცნობილ იქნა საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დასავლეთის სახელმწიფოების მხრიდან. უფრო მეტიც, ორი ყველაზე პერსპექტიული და რეალურად ბარიერგადახალული საარჩევნო სუბიექტი ,,თავისუფალი დემოკრატები“ და ,,სახელმწიფო ხალხისათვის“ პრაქტიკულად ჩამოიშალა. შეიძლება ითქვას, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა ვერ შეძლეს ამომრჩეველთა ხმების დაცვა.

არჩევნების შედეგები და ხელისუფლების სწრაფვა მეორე ტურის შედეგად საკონსტიტუციო უმრავლესობის ჩამოყალიბებისაკენ, ასევე უკვე გაცხადებული მოსალოდნელი საკონსტიტუციო ცვლილებები, განსაკუთრებით ქართველი ამომრჩევლისათვის პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის უფლების წართმევისა და ამ მნიშვნელოვანი დამბალანსებელი ინსტიტუტის სრულად დაქვემდებარების შესახებ, ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს მმართველი გუნდის მხრიდან ძალაუფლების შემდგომი უზურპაციის სურვილზე. შემზღუდავი დემოკრატიული ბარიერების მიზანმიმართული დასუსტებისა და ძალაუფლების სახელისუფლებო სივრციდან გატანის შედეგად საქართველოში დღეს ჩამოყალიბებულია ერთი პირის-ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის არაფორმალური მმართველობა - დე-ფაქტო მმართველის ავტორიტარული რეჟიმი. მას არავითარი თანამდებობა არ უკავია ქვეყანაში, განკარგავს დიდძალ ფულად რესურსებს და აქვს რუსეთის ტერორისტული ხელისუფლების უპირობო მხარდაჭერა. ,,ქართული ოცნების“ მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება კიდევ უფრო შეასუსტებს და არარად აქცევს ყველა დემოკრატიულ ინსტიტუტს, რაც უახლოეს მომავალში ტოტალიტარიზმისა და დიქტატურის პერსპექტივას სავსებით რეალურს გახდის. აქვე გასათვალისწინებელია, რომ ყველაფერი ეს მოხდება მოსახლეობის უაღრესად გაღარიბების ფონზე.

დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ მოვლენათა ასეთი განვითარება აგრესორისა და ოკუპანტისათვის ძალიან ხელსაყრელია იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად და ადვილად მოახვიოს საქართველოს ე.წ. ახალი რეალობისადმი შეგუების პოლიტიკა, რაც გულისხმობს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის საბოლოო რღვევას, ოკუპირებული ტერიტორიების იურიდიულ მოწყვეტას საკუთარი ხელისუფლების ნებით და საქართველოს სახელმწიფოებრიობის მოშლას. ხელისუფლების რუსული ბუნება და მმართველობის ერთპიროვნული, შეუზღუდავი, პლუტოკრატიული ფორმა მტრისგან ძალიან ადვილად სამართავს გახდის ჩვენს ქვეყანას და სავსებით რეალურს - მისი ყველა ბოროტი განზრახვის აღსრულებას.

ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და დასავლური კურსისათვის მეტად საზიანო მიდრეკილებებს ,,ოცნების“ ხელისუფლება ადრინდელი მმართველობის დროსაც ღიად ავლენდა, თუმცა მათი განხორციელება ვერ შეძლო ქართველი ხალხის წინააღმდეგობის, საზოგადოების ხელში არსებული მძლავრი შემკავებელის - დემოკრატიული ინსტიტუტებისა და გამოხატვის თავისუფლების პირობებში. აქედან გამოდინარე, შემდგომი უახლოესი პერიოდის სამიზნეც სწორედ ჩვენი ეს უმნიშვნელოვანესი მონაპოვარი იქნება.

შექმნილ ვითარებაში არსებითი, განსაკუთრებული და შემდგომი პოლიტიკური პროცესისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება, შეძლებს თუ არა ოლიგარქი და ,,ქართული ოცნება“ არჩევნების მეორე ტური კონსტიტუციური უმრავლესობის შექმნით მოხსნას უმნიშვნელოვანესი დემოკრატიული ბარიერები ერთპიროვნული დიქტატურის დამყარებისაკენ .რუსეთისა და საკუთარი ხელისუფლების ამ მიზნების გაუვნებელყოფა შესაძლებელია მხოლოდ საზოგადოების ნებით, მისი კონსოლიდაციითა და დასავლური პოლიტიკური ოპოზიციის მიერ, მაჟორიტარული მანდატების, როგორც მინიმუმ, იმ ოდენობის მოპოვება, რომელიც შეუძლებელს გახდის ,,ქართული ოცნებისა“ და ,,პატრიოტთა“ ალიანსის კონსტიტუციურ უმრავლესობას.

საგანგებოდ გვინდა შევეხოთ არჩევნებში დევნილი საზოგადოების მონაწილეობას. ჩვენს ხელთ არსებული აფხაზეთიდან დევნილთა უბნების მონაცემებით, ყველა აკრძალული მეთოდის გამოყენების და აგრეთვე, დამატებით თბილისში განთავსებული აფხაზეთის ხელისუფლების საგანგებო აქტიურობის მიუხედავად, მმართველმა ძალამ ეს არჩევნები დევნილ საზოგადოებაში დასავლურ ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრთან პირწმინდად წააგო. ,,ქართული ოცნება“ დამარცხდა უშუალო კონკურენტთან ,,ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“. დევნილებში თითქმის 2-ჯერ უფრო მეტი ხმა აქვს აღებული ,,თავისუფალ დემოკრატებს“, ვიდრე დანარჩენ ამომრჩეველში, ხოლო ე.წ. პატრიოტთა ალიანსს- ზუსტად 2-ჯერ ნაკლები. ეს იმიტომ მოხდა, რომ ამ საზოგადოებამ ყველაზე კარგად იცის, რა დამანგრეველ შედეგებს იძლევა აგრესორისადმი ლოიალურობის, მაამებლობის და დათმობების პოლიტიკა, საკუთარ თავზე აქვს გადატანილი რუსული აგრესია, ოკუპაცია, გენოციდი და ეთნიკური წმენდა, აზროვნებს სახელმწიფოებრივად და იბრძვის ქვეყნის მთლიანობისა და თავისუფლებისათვის.

ხელისუფლება ხმების მოპოვების უკანონო მანიპულაციებს მეორე ტურშიც გააგრძელებს. ისევ მძლავრად გამოიყენებს ადმინისტრაციულ რესურს, მოსყიდვასა და დაშინებას. განსაკუთრებული ზემოქმედების ობიექტი იქნება სოციალურად დაუცველი ადამიანები და პირველი ტურის შედეგებიდან გამომდინარე, დევნილი საზოგადოებაც. მუქარის, იძულების, თანხის, სამუშაოს და სხვა სოციალური სიკეთეების ლეგალურ და არალეგალურ შეთავაზებების სანაცვლოდ, მას სურს ჩვენგან იყიდოს და მტერს ჩააბაროს ჩვენი სამშობლო, ნაცარტუტად აქციოს ჩვენი მრავალწლიანი ბრძოლის მონაპოვარი დემოკრატია და სახელმწიფოებრიობა, წაგვართვას თავისუფლება. ჩვენი შვილების მომავლისათვის, ქვეყნის გადარჩენის, მისი ერთიანობის აღდგენისა და მსოფლიოს თანამეგობრობაში ღირსეული ადგილის დაკავებისათვის მოგიწოდებთ:

არ შეგეშინდეთ, არ დაემორჩილოთ იძულებასა და მუქარას. მიიღეთ ხელისუფლებისაგან შემოთავაზებული ყველა სოციალური სიკეთე, რომელიც ისედაც გეკუთვნით, სახელმწიფოს ვალდებულებას წარმოადგენს და უნდა ეკეთებინა გაცილებით ადრე, მთელი 4-წლიანი მმართველობის განმავლობაში, არ თქვათ უარი არც შემოთავაზებულ თანხებზე, ეს თქვენგან მოპარული ფულია და თქვენვე გეკუთვნით, მაგრამ ხმა არ მისცეთ ,,ქართულ ოქნებას“ და შესაბამისად, დამპყრობლის გეგმებს.

კენჭისყრა ფარულია.

არჩევნების მეორე ტურში ხმა მიეცით დასავლურ ოპოზიციას - ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და ,,თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატებს.

არა-კოლაბორაციონიზმს, არა-დიქტატურასა და ტოტალიტარიზმს!

გაისად სოხუმში!

აფხაზთა კრების ორგანიზაციები





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42