ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი სანდრა რულოვსის გადაწყვეტილებას ეხმაურება. სუბარის განცხადებით, რულოვსი დარწმუნდა, რომ არჩევნებში აგებს და ამიტომ მიიღო გადაწყვეტილება უარი თქვას მეორე ტურში მონაწილეობაზე:
"სანდრა რულოვსი დარწმუნდა, რომ აგებს არჩევნებს და ამას "ნაციონალური მოძრაობაც" უნდა შეეგუოს. შეგუებულნიც არიან პრინციპში - გვახსოვს, რომ ორი კვირის წინ ლაპარაკობდნენ, რომ იმარჯვებდნენ არჩევნებში, ახლა განგაშის ზარებს არისხებენ, "ქართულმა ოცნებამ" საკონსტიტუციო უმრავლესობა არ მიიღოსო. ჩვენ მოვიგეთ ორი კვირის წინ, კიდევ უფრო დამაჯერებლად მოვიგებთ 30-ში და "ნაციონალური მოძრაობა" უნდა შეეჩვეიოს მარცხს და დარჩნენ მეორეხარისხოვან პარტიად. სანდრა რულოვსმა იცის, რომ წააგებს და როგორც ჩანს გაცლა ამჯობინა, ვიდრე ის, რომ დაფიქსირდეს შედეგი, რაც სავარაუდოდ ელოდება", - განაცხადა სოზარ სუბარმა.
მასალის გამოყენების პირობები






