შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო 40-მდე არასამთავრობო ორგანიზაციამ და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის, ენერგეტიკის სამინიტროსა და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა.
მხარეებმა იმსჯელეს ევროკავშირთან ასოცირების ახალი დღის წესრიგის (2017-2020წწ) სექტორული თანამშრომლობის საკითხებზე. არასამთავრობო სექტორს წარედგინა სექტორული თანამშრომლობის სფეროში დოკუმენტის პროექტით გათვალისწინებული მთავარი პრინციპები, პრიორიტეტები და მიმართულებები.
შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა. თავის მხრივ, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა წარმოადგინეს საკუთარი წინადადებები, რომელთა ასახვაც მათი მოსაზრებით მნიშვნელოვანი იქნება ახალ დოკუმენტში. შეხვედრაზე გამოითქვა მზაობა, რომ არასამთავრობო სექტორის მხრიდან წარმოდგენილი რეკომენდაციები ევროკავშირთან შემდგომი მოლაპარაკებების პროცესში მაქსიმალურად იქნას გათვალისწინებული.
საგარეო საქმეთა სამინისტრო გააგრძელებს 2017-2020 წწ-სთვის ასოცირების დღის წესრიგის შემუშავებაში არასამთავრობო სექტორის ღია და აქტიურ ჩართულობას. შესაბამისად ასოცირების დღის წესრიგის პროექტის განხილვის და პოზიციების შეჯერების მიზნით დაინიშნება მორიგი შეხვედრები.
მასალის გამოყენების პირობები






