რა პრიორიტეტები ექნება უშიშროების საბჭოს ახალ მდივანს- დავით რაქვიაშვილის პირველი კომენტარი
პოლიტიკა - 15:23, 24 Oct, 2016     2033
უშიშროების საბჭოს ახლადდანნიშნულმა მდივანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე იმ პრიორიტეტებზე ისაუბრა, რომელიც მას ამ თანამდებობაზე ექნება:

„მინდა მადლობა ვუთხრა ბატონ პრეზიდენტს გამოცხადებული ნდობისათვის. საჯარო სამსახურში ყოფნა და მითუმეტეს ქვეყნის სადარაჯოზე დგომა, ნებისმიერი ქართველის უდიდესი პატივია, კარგად მესმის, რომ უშიშროების საბჭოს მდივნად მუშაობა უდიდესი პასუხისმგებლობაა. ისეთ დროს როდესაც ქვეყანას არ ემუქრება მყისიერი საფრთხე უშიშროების საბჭოს მთელი ძალისხმევა მიმართულია ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლერებაზე შესაძლო საფრთხეების გამოვლენაზე და მათ პრევენციაზე, ხოლო მაშინ როდესაც სასწორზე დევს მშვიდობა, სახელმწიფოებრიობა, ქვეუნის სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა, უშიშროების საბჭო სწორედ ის სათათათბიროა სადაც ქვეყნის უმაღლესი ხელისუფლება ამ ფუნდამენტური ღირებულებების დასაცავ გადაწყვეტილებებს განიხილავს. გეოპოლიტიკურ კონტექსტს თუ გავითვალისწინებთ საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემის შესუსტების მცდელობის, ტერორიზმის გეოგრაფიის ზრდის, ევროპული ღირებულებების მიმართებაში დაპირისპირებული აქტორების მომრავლების ფონზე, ჩვენს რეგიონში მიმდინარე პროცესები უდაოდ მოითხოვს სახელმწიფოს განსაკუთრებულ ყურადღებას. ასეთ ცვალებად გარემოში გამოწვევების გამკლავება შესაძლებელია მხოლოდ ძლიერი, დემოკრატიული სახელმწიფო ინსტიტუტებით, მხოლოდ მათი კოორდინირებული ურთიერთობით, ქვეყნის უშიშროების და თავდაცვისუნარიანობასთან მიმართებაში კონსოლიდირებით და მეგობარი, მხარდამჭერი ქვეყნების მობილიზებით. ეს არის ის პრიორიტეტები და სამოქმედო გეგმა რომელიც პრეზიდენტმა განგვისაზღვრა მე და უშიშროების საბჭოს“- განაცხადა დავით რაქვიაშვილმა. უშიშროების საბჭოს ახალმა მდივანმა, მის წინამორბედს მადლობა გადაუხადა და ირინა იმერლიშვილის მუშაობა დადებითად შეაფასა.

პრეზიდენტმა დავით რექვიაშვილი უშიშროების საბჭოს მდივნის პოსტზე დღე დანიშნა.

დავით რაქვიაშვილი 1985-1992 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტზე, პროფესიით გეოლოგი.

დავით რაქვიაშვილს აქვს არასამთავრობო და საჯარო სექტორში მუშაობის მდიდარი გამოცდილება.

2008-2010 წლებში იყო რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე. აღნიშნულ რანგით დავით რაქვიაშვილი მონაწილეობდა ე.წ. ჟენევის დისკუსიებში, ინციდენტებზე რეაგირების და პრევენციის მექანიზმის მუშაობაში. თანათავმჯდომარეობდა საქართველო-აშშ სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის სამუშაო ჯგუფს.

2011-2013 წლებში მუშაობდა საქართველოს დესპანად ამერიკის შეერთებულ შტატებში. სადაც საელჩოს პოლიტიკური და ეკონომიკური დეპარტამენტების ზედამხედველობა და კოორდინაცია ებარა.

მრავალი წლის განმავლობაში ინსტიტუციურად ავითარებდა სათავგადასავლო ტურიზმს. დღემდე ხელმძღვანელობს სათავგადასავლო ტურიზმის სკოლას.

2000 წლიდან დღემდე არის სამთო გამყოლთა ასოციაციის თანადამფუძნებელი და პრეზიდენტი. დავით რაქვიაშვილი ასევე არის საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის თანადამფუძნებელი და წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა სამეთვალყურებლო საბჭოს.

ჰყავს მეუღლე და ოთხი შვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42