"არ გამოვრიცხავ გუშაგს ბრალი დაუმძიმდეს" - ექსპერტი საზოგადოებას ჯარისკაცის ინტერესების დაცვისაკენ მოუწოდებს
პოლიტიკა - 13:39, 24 Oct, 2016     20373
საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალების ყოფილი სარდალი ამირან სალუქვაძე "კრწანისის" ცენტრში მომხდარ ინცინდენტს ეხმაურება და ამბობს, რომ არ არის გამორიცხული გამოძიების მსვლელობისას მუხლი შეიცვალოს და გუშაგი გამართლდეს, ან პირიქით, მას ბრალი დაუმძიმდეს.

„არის უამრავი საკითხი გასარკვევი, თუ რა მოხდა "კრწანისის" ტერიტორიაზე. პირველადი ინფორმაციით ირკვევა, რომ გუშაგი იქ ასრულებდა თავის მოვალეობას. გუშაგი არის მებრძოლი, ის არ არის ჯიხურის ან მაღაზიის დაცვის უფროსი, როგორც გვაქვს პირველადი ინფორმაცია, მან მისცა გაფრთხილება პირს, რომ დამორჩილებოდა და ამის შემდეგ მოახდინა გასროლა. თუ საქმე გუშაგის წინააღმდეგ აღიძვრება, უხეში შედარებაა, მაგრამ ეს იმას ნიშნავს, რომ საბრძოლო მოქმედებების დროს შენი ჯარისკაცის მიმართ აღძრა სისხლის სამართლის საქმე იმის გამო, რომ მტრის ჯარისკაცს ესროლა. მე ყოველთვის გამოვდივარ ფორმიანი ადამიანების ინტერესებიდან გამომდინარე” – განაცხადა ამირან სალუქვაძემ "კვირას" პრესკლუბში.

ექსპერტი იმედოვნებს, რომ ძიება სწორი მიმართულებით წარიმართება.

“მე მჯერა, რომ ძიება ობიექტურად წავა, და გუშაგი გამართლდება მოცემულ სიტუაციაში, თუმცა, არც იმას გამოვრიცხავ, რომ მას ბრალი დაუმძიმდეს. ასეთ შემთხვევაში, სხვა დროს, სხვა გუშაგებს ექნებათ იმის შიში, რომ აღარ უნდა ისროლონ დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, ამ დროს კი შესაძლოა გუშაგი დაიღუპოს. ამიტომ მივმართავ საზოგადოებას, რომ დავიცვათ ჯარისკაცის ინტერესი,“- განაცხადა ბრიგადის გენერალმა, ანალიტიკოსი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში, – ამირან სალუქვაძემ.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის მხარდამჭერ ცენტრ კრწანისის ტერიტორიაზე უცხო პირების მხრიდან შეჭრის ფაქტი 23 ოქტომბერს, დაახლოებით 03:30 საათზე დაფიქსირდა. რამდენიმე უცხო პირი არ დაემორჩილა განწესში მყოფი გუშაგის სიტყვიერ გაფრთხილებას და თავს დაესხა მას, რის შემდეგაც გუშაგმა წესდებით გათვალისწინებული მოქმედებები განახორციელა და ცენტრის ტერიტორიაზე შეჭრის ფაქტი აღკვეთა.

თავადსხმისას ლიკვიდირებული პირი 1993 წელს დაბადებული გიგა რომანის ძე შენგელიაა. ამ ეტაპზე გამოძიება ადგენს ქონდა თუ არა მას რაიმე კავშირი სამხედრო სამსახურთან.

საქმეს მთავარი პროკურატურის ზედამხედველობით, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი იძიებს. გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლის I ნაწილით მიმდინარეობს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42