ვინ რა თანამდებობას დაიკავებს მომავალ პარლამენტში
პოლიტიკა - 12:35, 24 Oct, 2016     19268
გაზეთ „რეზონანსის“ ინფორმაციით უკვე თითქმის გადაწყვეტილია, რომ პარტიის აღმასრულებელი მდივანი და სიის მესამე ნომერი ირაკლი კობახიძე შეცვლის დავით უსუფაშვილს და საქართველოს პარლამენტის სპიკერი გახდება. ვიცე-სპიკერებიდან საუბარია, რომ შესაძლოა ზვიად ძიძიგური და მანანა კობახიძე ისევ დარჩნენ და მათ მიემატოთ ერთი ახალი სახე.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე ვახტანგ ხმალაძის შემცვლელად ეკა ბესელია განიხილება. ადამიანის უფლებათა კომიტეტში კი, სადაც ბესელია იყო თავმჯდომარე, ახალი სახეები მოიაზრებიან. მათ შორის საუბარია პარტიული სიის მე-4 ნომერ თამარ ჩუგოშვილზე. თუმცა ჩუგოშვილს ასევე იუსტიციის მინისტრადაც მოიაზრებენ და ამ შემთხვევაში საუბარია მამუკა მდინარაძეზე, რომელსაც ჯერ მეორე ტური აქვს მოსაგები.

ასევე, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარედ ლევან ბერძენიშვილის შემცვლელად ახალი სახეები სახელდებიან - სიის მე-8 ნომერი რომან კაკულია, ან 34-ე დიმიტრი ცქიტიშვილი, რომელიც პარტია "ქართული ოცნების" საერთაშორისო ურთიერთობათა სამსახურის ხელმძღვანელი იყო.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში "ოცნების" სიაში ვერ მოხვედრილი თედო ჯაფარიძის ადგილი, დიდი ალბათობით, შესაძლოა დაიკავოს მისმა მოადგილე ზვიად კვაჭანტირაძემ.

განათლების კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე ივანე კიღურაძის შემცვლელად მოსვლის დიდი სურვილი აქვს გუგული მაღრაძეს და ის ამას არც მალავს. თუმცა "ოცნების" კულუარებში ამ პოსტზე გენადი მარგველაშვილი განიხილება, რომელმაც ქუთაისში მეორე ტური უნდა მოიგოს.

საფინანსო და საბიუჯეტო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაურის შემცვლელადაც მოიაზრება ახალი სახე - სიის მე-18 ნომერი ირაკლი კოვზანაძე, რომელიც ჯერ საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელი იყო, შემდეგ ეროვნული ბანკისთვის სასწრაფოდ შექმნილი საბანკო ზედამხედველობის თავმჯომარეობის კანდიდატადაც მიიჩნეოდა, თუმცა შემდეგ ეს სტრუქტურა საკონსტიტუციო სასამართლომ საერთოდაც არაკონსტიტუციურად ცნო.

ასევე ვაკანტურია დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარის ადგილი, მას შემდეგ, რაც ზურაბ ტყემალაძე ვერ შევიდა პარლამენტში. რამდენიმე კანდიდატს შორის სახელდება პარტიული სიის მე-5 ნომერი გიორგი გახარია, რომელიც იყო პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ეკონომიკურ საკითხებში და ეკონომიკური საბჭოს მდივანი.

სხვა კომიტეტებში უმეტესად, შესაძლოა, ისევ ძველი თავმჯდომარეები დარჩნენ, თუმცა ასევე საუბარია იმაზე, რომ ახალი სახეებიც იქნებიან განხილული. მაგალითად, თავდაცვის კომიტეტში ან დარჩება ირაკლი სესიაშვილი, ან მას კობა კობალაძე ჩაანაცვლებს, თუმცა ჯერ ორივეს მაჟორიტარული მეორე ტური აქვს მოსაგები.

ასევე საუბარია იმაზეც, რომ უკვე გადაწყვეტილია შეიცვალოს ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე და ნაცვლად დიმიტრი ხუნდაძისა პოსტს ჩაიბარებს აკაკი ზოიძე, რომელიც სიის მე-6 ნომერია.


წყარო www.resonancedaily.com





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42