საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ინიციატივით ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ კამპანია დაიწყო. მღებრიშვილის ინიციატივით კამპანია პროექტის "საქართველოს შს სამინისტროს ხელშეწყობა, ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში" ფარგლებში ხორციელდება.
”ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა კვლავ რჩება შსს-ს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტად. თუმცა, აქვე უნდა გავითვალისწინოთ ის გარემოება, რომ ამ ძალზე მგრძნობიარე პრობლემის დასაძლევად, იმისთვის რომ პოლიციელმა შეძლოს მასზე დაკისრებული უფლება-მოვალეობის შესრულება, აუცილებელია თავად ძალადობის მსხვერპლთა და მოწმეების თანადგომა, მხარდაჭერა და თანამშრომლობა. მივმართავთ ყველა მსხვერპლს, არ გავუჩუმდეთ ოჯახში ძალადობას, ნუ შეშინდებით”, - განაცხადა შს მინისტრმს გიორგი მღებრიშვილმა კამპანიის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას.
მასალის გამოყენების პირობები






