წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის მხარდამჭერი ცენტრი კრწანისის ტერიტორიაზე მომხდარ თავდასხმას საქართველში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი შემაშფოთებელ ფაქტს უწოდებს. იან კელის თქმით აშშ-ის საელჩო აღნიშნულ საკითხზე საქართველოს მთავრობასთან ერთად იმუშავებს:
“კრწანისის ინციდენტზე ინფორმაცია ახლახან მივიღე. ეს ძალიან შემაშფოთებელი ფაქტია. ჩვენ საქართველოს მთავრობასთან ერთად ვიმუშავებთ ამ თემაზე.“ - განაცხადა იან კელიმ.
საქართველოს თავდაცვის უწყების ინფორმაციით წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის მხარდამჭერ ცენტრ კრწანისის ტერიტორიაზე უცხო პირების მხრიდან შეჭრის ფაქტი 23 ოქტომბერს, დაახლოებით 03:30საათზე დაფიქსირდა. რამდენიმე უცხო პირი არ დაემორჩილა განწესში მყოფი გუშაგის სიტყვიერ გაფრთხილებას და თავს დაესხა მას, რის შემდეგაც გუშაგმა წესდებით გათვალისწინებული მოქმედებები განახორციელა და ცენტრის ტერიტორიაზე შეჭრის ფაქტი აღკვეთა.
მასალის გამოყენების პირობები






