სერგო რატიანის თქმით, მეორე ტურების წინ რულოვსის გადაწყვეტილება გარკვეულწილად დამაზიანებელია.
,,საზოგადოებამ უკვე იცის, რომ ჩვენ ვიბრძოლებთ მეორე ტურებში, რომ ივანიშვილს არ ჰქონდეს საკონსტიტუციო უმრავლესობა, ჩვენ ვიცოდით, რომ იქნებოდა დაშინება, თუმცა ჩვენ იმასაც ვაცნობიერებთ, რომ ამომრჩევლის დაცვა არის მნიშვნელოვანი, ჩვენ ვიბრძოლეთ და გავიმარჯვეთ მარნეულში. ქალბატონი სანდრას გადაწყვეტილება, ვფიქრობთ, მეორე ტურის წინ არის სამწუხარო და გარკვეულწილად დამაზიანებელი, ზუგდიდი არის ის რეგიონი, სადაც გვაქვს და გვქონდა გამარჯვების მაღალი ალბათობა, მესმის , რომ ემოციურად მისთვის ძნელი იყო, რაც მოხდა ზუგდიდში ,თუმცა მიგვაჩნია, რომ აუციელბელია ძალების კონცენტრირება“ - განაცხადა სერგო რატიანმა.
მიუღებელს უწოდებს სანდრა რულოვსის გადაწყვეტილებას გივი თარგამაძე და ამბობს, რომ ამომრჩევლის დაცვა მასთან ბრძოლაში ყოფნაა და არა განზე გადგომა. მისი თქმით, მეორე ტურებში მონაწილეობაზე პარტიის პოლიტსაბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, ხოლო რულოვსის ნაბიჯი პარტიასთან შეთანხმებული არ ყოფილა.
,,პარტიამ პოლიტსაბჭოს სხდომაზე მიიღო გადაწყევტილება, ამდენად, ქალაბტონი სანდრას გადაწყვეტილება არის მიუღებელი და აზიანებს მეორე ტურების კამპანიას. ბუნებრივია პარტია ახდენს ძალისხმევის გონივრულ დიფერენციერებას, მაგრამ ის, რომ ბრძოლას აქვს აზრი, დაადსტურა მარნეულის ამომრჩეველმა. ამომრჩევლის დაცვა არის მასთან ერთად ბრძოლაში ყოფნა. ჩვენ ვიბრძოლებთ ყველაგან“ - განაცხადა გივი თარგამაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






