გაყალბების ფაქტები აჭარაში - ლევან ვარშალომიძე მორიგ ვიდეოს აქვეყნებს
პოლიტიკა - 16:32, 23 Oct, 2016     3230

ლევან ვარშალომიძემ არჩევნების დღეს გადაღებული მორიგი ვიდეო გაააჯაროვა, რომელიც მისი თქმით, 8 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების გაყალბების მორიგ ფაქტებს ასახავს.

აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე ვიდეო კადრებს ფიესბუქის გვერდზე ავრცელებს და იქვე დეტალებს განმარტავს:



ვიდეო -1

მოქმედება ხდება ბათუმის 68-ე ოლქის 36-ე უბანზე.

მოგეხსენებათ რომ ოქმზე ხელის მოწერა არის ბოლო პროცედურა, რომელიც მაშინ სრულდება, როცა ხმა დათვლილია, ბიულეტინები დალუქული და ყველა სამუშაოები დასრულებული, შესაბამისად ოქმი შევსებულია და ამის დასტურად კომისიის წევრების აწერენ ხელს. (ეს არის წესი)

კადრებში თქვენ ხედავთ, რომ მაგიდაზე წინასწარ ხელმოწერილ ოქმებზე მიდის შევსების პროცესი და ბიულეტინებიც იქვე დევს, არ არის დალუქული, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ კონკრეტულ უბანზე დადგა არასასურველი შედეგი და ხდება ხელოვნური ჩარევა, გადაკეთება, ჩასწორება, გაბათილება და ა.შ.

ეს არ არის უბრალოდ პროცედურული დარღვევა, ეს არის ფაქტი, რომელიც იძლევა საფუძველს ამ ოლქის შედეგები არსებითად შეეცვალა.

ვიდეო - 2

მოქმედება ხდება 69-ე ოლქის 55-ე უბანზე.

უბანზე, არაუფლებამოსილი პირი იღებს ბიულეტინს და მისი სურვილისამებრ წყვეტს ვის მიაკუთვნოს.


ვიდეო -3ასეთი შემთხვევები ბევრი გამოაშკარავდა და დასკვნა ერთია, უბნებზე იყო ხელოვნურად შექმნილი ქაოსი, რათა "საჭირო" ადამიანებს ჰქონოდათ შესვლის საშუალება, წვდომა ბიულეტინებზე და სხვადასხვა მანიპულაციის უფლება.

69-ე ოლქის 51 უბანი.

კადრში ხედავთ კომისიის თავმჯდომარეს, რომელიც საარჩევნო პროცესის მიმდინარეობის დროს აბარებს ანგარიშს ზემდგომს ციფრების დეტალიზებით და ღებულობს დირექტივას. რასაც კომისიის წევრი უპროტესტებს, რაზეც იგი პასუხობს - "მიჩივლე სადაც გინდა, დამანებე თავზე"

აქვე უნდა ვთქვა, რომ საარჩევნო პროცესში, კომისიის წევრებს ევალებათ ციფრების ოქმში ჩაწერა და არა წინასწარ, ტელეფონით ინფორმაციის გადაცემა და მიღებული დირექტივის მიხედვით ოქმის შედგენა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42