როგოპრც თორნოტმა „ტვ პირველის“ ეთერში, განაცხადა 8 ოქტომბერს არჩევნები ჩატარდა იმგვარად, რომ გამოხატა ხალხის ნება.
ლორა თორნტონი განმარტავს, რომ NDI-ის განცხადებაში საუბარი იყო მომავალი არჩევნების შედეგების ლეგიტიმურობის ეჭვქვეშ დაყენების საფრთხეზე იმ შემთხვევაში, თუკი 8 ოქტომბერს დაფიქსირებული ხარვეზები არ გამოსწორდებოდა.
„ ამ პროცესის ლეგიტიმურობა ჩვენ ეჭვქვეშ არასდროს დაგვიყენებია და არასდროს გვითქვამს მსგავსი რამ. ჩვენ უბრალოდ ვთქვით, რომ არსებობდა პროცესში პრობლემები. მაგალითად, ადმინისტრაციული პრობლემები, რომლებიც უბნებზე იყო და აღვნიშნეთ, რომ შესაძლოა ამან მომავალში, ჰიპოტეტურად შეუქმნას პრობლემები იმას, რომ არჩევნები ჩატარდეს კარგად, შეიძლება ვინმემ ამით მანიპულაცია სცადოს. მომავალ არჩევნებზე გვაქვს საუბარი - საპრეზიდენტო, ადგილობრივი არჩევნები საჭიროებს რაღაც ტიპის გაუმჯობესებას საარჩევნო ადმინისტრაციის კუთხით“ - განაცხადა ლორა თორნტონმა.
მისივე თქმით, NDI-მ გამოაქვეყნა რეკომენდაციები, სადაც არჩევნებში ჩართულ ადამიანებს ძალადობისგან თავის შეკავებას ურჩევენ.
მასალის გამოყენების პირობები






