სერგო რატიანმა განმეორებით კენჭისყრაზე დაფიქსირებულ დარღვევებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება და ძალოვანი უწყება ამომრჩეველზე ზეოწლას ახორციელებდა.
„ხელისუფლებამ ახალი სტანდარტი დაამკვიდრა, სადაც კრიმინალი, ადგილობრივი ჩინოვნიკები და სუს-ი შეკრულები არიან და ერთად ახორციელებენ ამომრჩეველზე ზეწოლას, როგორც წესი უბნებთან იდგნენ სუსი კრიმინალური ელემენტები და ადგილობრივი ჩინოვნიკები, საქმეში ჩაერთო პირდაპირ სპეცნაზი და ეს იცის საზოგადოებამ, იყო ძალის დემონსტრირება, თუმცა ამის მიუხედავად, ჩვენმა კანდიდატმა მოახერხა თავისი ამომრჩევლის მობილიზება და დღეს უბანზე მოიყვანა. “- განაცხადა სერგო რატიანმა შაბათის კურიერში.
რატიანის თქმით, დარღვევას ჰქონდა ადგილი ზუგდიდშიც, როცა კომისიის წევრები 41-ს ღიად ხაზავენ. ,,დარღვეულია ყველანაირი პრინციპი ფარულობის და ამ ხერხით აკონტროლებენ ამომრჩეველს“ - აღნიშნა რატიანმა.
სერგო რატიანი NDI-ის რეკომენდაციასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ასეთი ზეწოლის პირობებში, რომელსაც ადგილი ჰქონდა არჩევნების დღეს, საფრთხე ემუქრება დემოკრატიულობას და შესაძლო არჩევნების მიმართ ნდობა დაიკარგოს. ,,ამისათვის მნიშვნელოვანია მოხდეს კონცენტრაქცია და მობილიზება ამომრჩევლისა, რადგან ასეთ პირობებში ხელისუფლებას უჭირს გაყალბებაც და გარდატეხის შეტანაც“ -განაცხადა რატიანმა.
მასალის გამოყენების პირობები






