სოზარ სუბარის თქმით, ყიზილაჯლოს საარჩევნო უბანთან "ქართული ოცნების" აქტივისტები, ასევე "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები იმყოფებიან თუმცა სიტუაციას მთლიანად სამართალდამცავები აკონტროლებენ.
"ნაციონალური მოძრაობის ლიდერები აქ ჩემს ზურგს უკან არიან, თუ ის კრიმინალურ ავტორიტეტებს გულისხმობს არ ვიცი. სხა მხრივ მე აქ ვხედავ ძალიან პატივსაცემ, ამ სოფლის მოქალაქეებს. დღეს აქ სამოცდაათამდე აღსაკალია, რომლებიც ამბობენ რომ ისინი არიან გარანტი რომ სოფელში სიმშვიდე იყოს. თუ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები, ჩვენი სიმშვიდის გარანტები რატიანისთვის კრიმინალები არიან ეს მისი პრობლემაა. აქ არის საქართველოს პოლიცია, რომელიც იცავს წესრიგს და აბსოლუტურად კანონის ფარგლებში მოქმედებენ. ძალიან კორექტულად მიმდინარეობს დღეს არჩევნები. ქვების სროლის საშუალება არ მივეცით ქვასროლია პარტიას"- განაცხადა სუბარმა.
მასალის გამოყენების პირობები






