ხის დარგვის საერთაშორისო დღე - გიგლა აგულაშვილმა მთავრობას და ბიზნესსექტორს ეროვნულ საშენ მეურნეობაში უმსაპინძლა
პოლიტიკა - 17:11, 22 Oct, 2016     860
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა, ხის დარგვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, აღმასრულებელი ხელისუფლების, ბიზნესსექტორისა და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს ეროვნულ საშენ მეურნეობაში უმასპინძლა.

ღონისძიების ფარგლებში, მეურნეობის მიმდებარე ტერიტორიაზე ქარსაფარი ხეივანი გაშენდა, სადაც ჯამში 250-მდე პირამიდალური ვერხვი, ჰიმალაის კედარი და ტუიას ხე-მცენარეები დაირგო. დარგვის აქციაში მონაწილეობა სოფლის მეურნეობისა და ენერგეტიკის მინისტრებმაც მიიღეს. აქციას სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები და მწვანე მოხალისეებიც შეუერთდნენ.

სოციალური პასუხისმგებლობის ამაღლებისა და საქართველოს წითელი ნუსხის სახეობის - ნაკადულის კალმახის საშენის მოწყობის მიზნით, მეურნეობაში აუქციონიც გაიმართა, სადაც კერძო სექტორის წარმომადგენლებმა იშვიათი ჯიშის სახეობები შეიძინეს.

2016 წლის იანვრიდან, მეურნეობის ფუნქციებს დაემატა - კომპეტენციის ფარგლებში ველური ფაუნის ადგილობრივ სახეობათა სადედე ეგზემპლარებისა და სხვა მოსაშენებელი მასალის მოპოვება, შეძენა და მოშენება, როგორც ბუნებრივ გარემოში გაშვების, ასევე რეალიზაციის მიზნით.

კაპიტალურად გარემონტდა ყოფილი საბოცვერეს შენობა, სადაც განთავსდა საწიწილე საზრდელი ოთახები, საინკუბატორო და საკვების საამქრო. მოეწყო ბუნებასთან ინტეგრირებული ვოლიერები. შემოყვანილია 80 ფრთა კაკაბი და კოლხური ხოხობის 8 ოჯახი.

სტუმრებმა ეროვნულ საშენ მეურნეობაში წითელი ნუსხისა და იშვიათი ჯიშის ხე-მცენარეთა პლანტაციები, გარეულ ფრინველთა ორნიტოფერმა, ხე-მცენარეთა საკონტეინერო ბაქანი და სარეზერვო ტბორი დაათვალიერეს.

ღონისძიებას მინისტრის მოადგილეებთან ერთად, სამინისტროს სტრუქტუული ერთეულების ხელმძღვანელებიც ესწრებოდნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42