საარჩევნო პროცესი ზუგდიდში და დარღვევები უბნებზე 15:00 საათის მდგომარეობით
პოლიტიკა - 16:21, 22 Oct, 2016     1434
არასამთავრობო ორგანიზაციები „საუნჯე”, „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრი (CSDC)”, „ნაბიჯი სამოქალაქო ინტეგრაციისკენ” და „ჰელფინგ ჰენდი” აკვირდებიან განმეორებითი კენჭისყრის პროცედურებს ზუგდიდის სამ საარჩევნო უბანზე. ,,არჩევნების დღის პირველი ნახევარი აღნიშნულ უბნებზე უმეტესწილად მშვიდ გარემოში მიმდინარეობს, თუმცა დაფიქსირდა ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა, რაზედაც ვითხოვთ დაუყოვნებელ და მკაცრ რეაგირებას.

2016 წლის 22 ოქტომრბის განმეორებითი კენჭისყრა 15 საათის მდგომარეობით ზუგდიდის სამ საარჩევნო უბანზე (სოფ. ჯიხაშკარის 66.67.38, 66.67.79 და სოფელ განმუხურის 66.67.108 უბნებზე) უმეტესწილად მშვიდად მიმდინარეობს.

თუმცა საკმაოდ მძიმე დარღვევა დაფიქსირდა სოფ. ჯიხაშკარის 79-ე უბანზე, სადაც ერთ-ერთი დამკვირვებელი ორგანიზაციის წარმომადგენელმა რამდენჯერმე შეიხედა ხმის მიცემის კაბინაში, როდესაც შიგნით ამომრჩეველი იმყოფებოდა. ერთ-ერთი შეხედვის შემდეგ კი სხვა პირს თვალი ჩაუკრა და თქვა “ის შემოხაზა, ვინც ვუთხარით”. აღნიშნული ქმედება, ერთის მხრივ, ხმის მიცემის ფარულობას არღვევს, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 164-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულია, ხოლო, მეორეს მხრივ, მიუთითებს, რომ შესაძლებელია ამომრჩევლის ნების გამოხატვაზე ზეგავლენასაც ჰქონდა ადგილი, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 162-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულია. აღნიშნული ძალიან სერიოზული საარჩევნო გადაცდომაა და აუცილებელია დაუყოვნებელი და მკაცრი რეაგირება მოხდეს.

ხაზი უნდა გავუსვათ იმ გარემოებას, რომ ზემოთ მითითებული დამკვირვებელმა ცესკოს წარმომადგენლის მიერ შენიშვნის გამოთქმის შემდეგ დატოვა საარჩევნო უბანი, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ დარღვევა აღმოიფხვრა. აუცილებელია, სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან სათანადო რეაგირება (თუმცა, ჩვენი მოთხოვნის მიუხედავად ადგილზე მყოფმა პოლიციის წარმომადგენლებმა უარი განაცხადეს რეაგირებაზე). ხმის მიცემის ფარულობის თუნდაც ერთჯერადად დარღვევა საკმარისია ამ დანაშაულის ჩამდენის პასუხისგებაში მისაცემად.

ჩვენ მივმართვავთ ზუგდიდის საოლქო პროკურატურას ფაქტის გამოძიების და შესაბამისი პირის/პირების პასუხისგებაში მიცემის მოთხოვნით" -ნათქვამია არასამთავრობოთა განცხადებაში.

მათი განმარტებით, საარჩევნო უბნებზე არ ფიქსირდება სხვა მნიშვნელოვანი ხარვეზები და უმეტესწილად მცირე ხარისხის ტექნიკურ გადაცდმოებს აქვს ადგილი, რაც კვლავ მიუთითებს კომისიის წევრების კვალიფიკაციის პრობლემაზე.

არასამთავრობო ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ აუცილებელია, განმეორებითი კენჭისყრა მშვიდ ვითარებაში გაგრძელდეს, ყველა ჩართულმა მხარემ დაიცვას კანონით დაწესებული მოთხოვნები და თავი აარიდოს ამომრჩეველზე ზეგავლენის მოთხოვნას ან ხმის მიცემის ფარულობის დარღვევას.

განცხადება მომზადებულია არასამთავრობო ორგანიზაციების „საუნჯე”, „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრის (CSDC)”, „ნაბიჯი სამოქალაქო ინტეგრაციისაკენ” და „ჰელფინგ ჰენდის” მიერ პროექტის „ახალგაზრდული სადამკვირვებლო მისია“ ფარგლებში. პროექტი ხორციელდება საერთაშორისო ორგანიზაცია „ნაციონალური წვლილი დემოკრატიისათვის“ მხარდაჭერით. განცახდების შინაარსი შეიძლება არ ემთხვეოდეს „ნაციონალური წვლილი დემოკრატიისათვის“ მოსაზრებას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42