ზუგდიდის რაიონში საარჩევნო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. "ნიუპოსტის" კორესპონდენტის ცნობით, ჯიხაშკარის 108-ე და 79-ე უბნები დროულად გაიხსნა, თუმცა 79-ე საარჩევნო უბანზე დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში ელექროენერგია არ იყო, თუმცა ამას საარჩევნო პროცესისთვის ხელი არ შეუშლია. 108-ე უბანზე მარკირების აპარატი გაფუჭდა, თუმცა პრობლემა დროულად მოგვარდა.
ზუგდიდში არჩევნებში მონაწილეობას ნაციონალური მოძრაობიდან სანდრა რულოვსი და ქართული ოცნებიდან ედიშერ თოლორაია იღებენ.
ჯიხაშკარში იმყოფება“ნაციონალური მოძრაობის” ახალი სახე ბექა ბასილაია, რომელიც არჩევნების მიმდინარეობას აკვირდება
როგორც ბასილაიამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ამ დროისთვის ჯიხაშკარში კენჭისყრის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს
„არჩევნები ჯიხაშკარში მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. იმედი მაქვს, ხელისუფლება გამოიჩენს გონიერებას და არ განმეორდება ის ფატქები, რაც აქ 8 ოქტომბერს მოხდა. მაშინ უბნის დარბევა მხოლოდ იმიტომ მოხდა, რომ ჯიხაშკარში სანდრა რულოვსი ლიდერობდა”,- განაცხადა ბექა ბასილაიამ.
ცნობისთვის, ჯიხაშკარის 79-ე, 108-ე და განმუხურის 38-ე უბნის ამომრჩევლები დღეს საკანონმდებლო ორგანოში საკუთარი წარმომადგენლის პარალელურად გამგებელსაც ირჩევენ.
მასალის გამოყენების პირობები






