მისი თქმით, დარღვევების შესახებ პირადად მან 5 საჩივარი დაწერა.
"საარჩევნო უბნის გახსნის პროცედურები თავიდანვე დარღვევებით დაიწყო. უბანი გაიხსნა დაგვიანებით, შესაბამისად წილისყრები ჩატარდა დარღვევით. ორი წილისყრა საერთოდ გამოტოვეს. ასევე, დარღვეული იყო პირველი ამომრჩევლის მიღების პროცედურა, რადგან პირველი ამომრჩევლის მიღებისათვის საარჩევნო ბიულეტენების ბლოკნოტები და რეგისტრატორების ბეჭდები არ იყო დარიგებული. ასევე, არ გამოუცხადებიათ დალუქული ბიულეტენების რაოდენობები, არ გამოუცხადებიათ სპეციალური ბეჭდის ნომერი, გამოუცხადებიათ ლუქის ნომერი მითითების გარეშე და ა.შ. კენჭისყრის მიმდინარეობის ეტაპისთვისაც უკვე დაფიქსირდა დარღვევა. ამომრჩეველს რეგისტრატორების მაგიდასთან ახაზინებენ ბიულეტენებს, კაბინის უკან დგას დამკვირვებელი, რომელიც ჩემი სუბიექტური აზრით არღვევს კენჭისყრის ფარულობის პრინციპს. მე დავწერე 5 საჩივარი“,- განაცხადა ჟუნრალისტებთან ტეა ქეცბაიამ.
მასალის გამოყენების პირობები






