„საშინელი დღე და საშინელი ტრაგედია, რომელიც ჩემ თვალწინ დატრიალდა. ავარია, სადაც ჯარისკაცების მანქანა გადავარდა, მანქანის ბორტზე ოცდათხუთმეტი პატარა ჯარისკაცი ისხდა, რომლებიც სახლში მიდიოდნენ. მანქანამ ორი ბრუნი გააკეთა და ეს ბიჭები გადმოცვივდნენ და ზოგი შიგ მოიყოლა. მეგონა, რომ ადამიანთა სასაკლაოზე მოვხვდი, ოცდათხუთმეტი ბიჭი, რომელებიც მიმოფანტულები იყვნენ, არცერთი არ ინძრეოდა.მანქანა ჯერ კიდევ მუშაობდა. სისხლის გუბეები, პანიკა და გამვლელი ადამიანები, რომლებიც ცდილობდნენ მათ დახმარებას.
სამწუხაროდ ვერ მოხერხდა ერთის გადარჩენა და ადგილზე დაიღუპა. საშინელი ტრაგედია, რომელიც არასდროს ამოვა ჩემი თვალებიდან“, - წერს კიკილაშვილი.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა ერთი სამხედრო მოსამსახურე. დაშავებული სამხედრო მოსამსახურეები დედოფლისწყაროსა და წნორის საავადმყოფოებში გადაიყვანეს, 5 შედარებით მძიმედ დაშავებული სამხედრო მოსამსახურე კი, თბილისში დაზიანებების მიხედვით პროფილურ საავადმყოფოებში გაივლის მკურნალობის კურსს. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.





ფოტოების ავტორი - რუსუდან კიკილაშვილი
მასალის გამოყენების პირობები






