,,კონსტიტუცია გვეკუთვნის ყველას და ცვლილებები უნდა ხორციელდებოდეს ყველას თანხმობით“ - ფიქრია ჩიხრაძე
პოლიტიკა - 19:02, 21 Oct, 2016     1318

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივას, პრეზიდენტის ადმინისტრაცია ეხმაურება. საუბარია გიორგი კვირიკაშვილის განცხადებაზე, საკონსტიტუციო ცვლილებებზე სამუშაო ჯგუფის შექმნასთან დაკავშირებით. პრეზიდენტის მრჩეველი, ფიქრია ჩიხრაძე მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა არ ნიშნავს იმას, რომ კონტიტუცია მხოლოდ ამ უმრავლესობისაა:

„როდესაც პრემიერ-მინისტრი მთავრობის სხდომაზე ინიციატივით გამოვიდა, ჩვენი მხრიდან ასეთი კომისიის შექმნას არავითარი წინააღმდეგობა არ ჰქონია. იმისთვის, რომ საზოგადოებას ჰქონდეს ნდობა, რომ მართლაც სერიოზულად ვეკიდებით ამ საკითხს, ამისთვის სწორედ დაუპირისპირებელი მხრიდან, აპოლიტიკური პრეზიდენტისგან, რომელიც არცერთი პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი არ არის და მას აქვს უკვე კარგი პრაქტიკა ჩამოყალიბებული, ყველა პოლიტიკურ ძალასთან თანამშრომლობისა. ჩვენი შეხედულებით, ეს ბევრად უფრო საინტერესოს, მაღალი ლეგიტიმაციის მქონეს გახდიდა ამ პროცესს და მის მიმართ არ იქნებოდა გაუცხოება.

გამომდინარე იქიდან, რომ ეს შეთავაზება პრემიერის მხრიდან მოვისმინეთ და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმაც შემდგომში თქვეს ასეთი რამეც, რომ ეს არ არის ძალიან საჩქარო და ამის ფორსირებას არ აპირებენ, მას შემდეგ რაც „ქართული ოცნება“ ჩამოყალიბდება თავის პრიორიტეტებსა და ხედვაში, ალბათ მაშინ დაუბრუნდებიან ამ საკითხს. რასაც საქართველოს პრეზიდენტი სთავაზობს, ბევრად უკეთესი გამოსვალია იმ კარგი თანხმობის პროდუქტის შესაქმნელად. ყველამ ვიცით, რომ კონსტიტუცია არ ეკუთვნის საკონსტიტუციო უმრავლესობის მქონე ძალას, კონსტიტუცია გვეკუთვნის ყველას. კონსტიტუციის ცვლილება არ ნიშნავს, რომ ერთპარტიულად განახორციელო. ცვლილებები უნდა ხორციელდებოდეს ყველასთან თანხმობის გზით“, - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42